ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის.



ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა (კალიუმის ნიტრატი), ნახშირი, გოგირდი, დენთი, კალიუმის ქლორატი და ასევე ლითონის პატარა ნამსხვრევები, ეგრედწოდებული ლითონის მარილები, რომლის დამსახურებითაც ვიღებთ განათების ფერსა და ვიზუალურ ეფექტს.

როგორც წვის ნებისმიერი პროცესი, ფეიერვერკიც იწვევს ნახშიროჟანგის წარმოქმნას, მდგომარეობას აუარესებს ის ფაქტიც, რომ ზამთარში CO2-ის ძირითადი მომხმარებლები -მცენარეები ძილის მდგომარეობაში იმყოფებიან.

აფეთქებისას ფეიერვერკი გამოყოფს მძიმე მეტალებს: ალუმინი, ბარიუმის ნიტრატი, სპილენძის ნაერთები და ა.შ აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ პერქლორატები – ქიმიური ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების დაჟანგვას – არღვევენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მტვრის ნაწილაკები კი დიდ ზიანს აყენებენ სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დღესასწაულების დროს ამ ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას ათჯერ აჭარბებს.


ფეიერვერკებით გამოწვეული ხმაური დამღუპველია,როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველებისთვის. მოულოდნელი ხმაური გარეულ ცხოველებში იწვევს ძლიერ პანიკას, ამიტომაც ისინი გამორბიან გზაზე და ავარიის შედეგად იღუპებიან .
რაც შეეხება ფრინველებს, ისინი დაბნეულობისა და შიშისგან ვერ ახერხებენ ორიენტირებას და ეჯახებიან შენობების კედლებსა და ფანჯრებს. ზღვისპირას მცხოვრები ფრინველები, ზღვის მიმართულებით, შეიძლება ძალიან შორს გაფრინდნენ და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლონ, ასევე მაღალია იმის რისკი, რომ გადაყლაპონ ფეიერვერკის ნარჩენები.


უხარისხო პროდუქტი შეიძლება ხელში აგიფეთქდეთ, რაც გამოიწვევს ტრავმასა და დამწვრობას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ იცავს თავდაცვის ნორმებსა და ტექნიკას, ასევე ზოგ მაღაზიაში პიროტექნიკას არასწორად ინახავენ ან თავიდანვე შეისყიდიან დაბალხარისხიან პროდუქტს.

მსგავსი სტატიები
- 100
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 100
კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა…
- 100
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100
...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,…
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…