გამწმენდი ფილტრები _რეზერვში (?!) საქმე ძიებისთვის გარემოსდაცვით რეგიონალურ ინსპექციის განყოფილებას გადაეცა.
წლებია, თითქმის ყოველდღე ქალაქ ოზურგეთის დასავლეთ ნაწილს, მაკვანეთელებს, ლიხაურელებს აღვიძებს მდინარე აჭისწყლის ხეობაში არსებული შპს „ერტბ“ ასფალტის ქარხნის (ადრე „ბლექსი ჯგუფს“ ეკუთვნოდა) ხმაური. ქარხნის მილებიდან წამოსული ამონაბოლქვი ქარის მოძრაობის მიხედვით გადაფენილია ხან მაკვანეთი-შემოქმედის მიმართულებით, ხანაც ლიხაური-ჭანიეთისკენ.
საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, რა გავლენას ახდენს გარემოზე, ნიადაგზე, მდინარე აჭისწყლის აუზზე, ადამიანის ჯანმრთელობსა და უსაფრთხოებაზე მხრჩოლავი ეს კომბინატი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.
გუშინ, 3 დეკემბერს, დილიდან, მდინარე აჭისწყლის ხეობა, სოფელ მაკვანეთის ქვედა ზოლი, ქალაქის ნაწილი ასფალტის ქარხნის მილებიდან ამოსული მუქი კვამლში იყო გახვეული. ფერის, სუნის, მტვრის ნაწილაკების მიხედვით, აშკარა იყო ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია (ზდკ), დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე გაცილებით მეტი იყო.
გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში რამდენიმე მოქალაქემ დარეკა. ტ.ს-ის თქმით, გარდა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციისა, კვამლისა, იგრძნობოდა ასფალტის სუნი.
გაზეთის რედაქციამ მდინარე აჭისწყლის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეოკადრები გაავრცელა.
დღეს, დილით ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეოს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ გამოეხმაურა და მათი ზარის შემდეგ ასფალტის ქარხანაში გარემოსდამცველები მივიდნენ.
„ეკოს“დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაზეთ „ალიონთან გააკეთა კომენტარი:
_ „როგორც ჩანს კომპანია არ იყინებდა გამწმენდ ფილტრს, რადგან ძვირადღირებულია და უფრთხილდებოდნენ, ხოლო სამუშაოებს აწარმოებდნენ და წამლავდნენ გარემოს, მოსახლეობას.
დავრეკეთ გარემოსდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, რეაგირება იყო მყისიერი. ადგილობრივი ბრიგადა მივიდა საწარმოში, გააფორმა აქტი, საქმე ძიებისთვის გადაეცა გარემოსდაცვით რეგიონალურ ინსპექციის განყოფილებას. როგორც კი გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურის ბრიგადა მივიდა, ფილტრები გამოიყენეს და უკვე გამონაბოლქვი ნორმის ფარგლებში ჩაჯდა.
ველოდებით შემდეგ მსვლელობას სიტუაციის. ასეთი დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა არის დასჯადი.
ვისურვებდი მოსახლეობის მეტ აქტიურობად საკუთარი გარემოს დაცვის საკითხებში.“
მსგავსი სტატიები
- 66ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 64დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 54საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 54"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 51განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…