გურიის 2023 წლის ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია -მინდია ჩხიკვიშვილი. მინდიამ ეს ტიტული უკვე მესამეჯერ მოიპოვა. მანამდე იგი 2002 და 2016 წელს ფლობდა რეგიონის ჩემპიონობას. მას ეკუთვის რეკორდიც, ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში ჩემპიონობა (2002 წელს იგი 14 წლის იყო). იგი სპორტის ეროვნული ოსტატია, ეწევა ნაყოფიერ სამწვრთნელო საქმიანობას, არის აქტიური მოჭადრაკე 2000 მეტი რეიტინგით. ვულოცავთ მას.
ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების ბედი 25 დეკემბერს, 13 საათზე დაშნული ბოლო ტურის შედეგებით გაირკვევა. სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ კი ასეთია:
1. მინდია ჩხიკვიშვილი(ოზურგ)- 7
2. გოგოლაური გიორგი (ოზურგ) -5,5
3 ხუხუნაიშვილი ტარიელ(ლანჩხ) -5,5
4.აფხაზავა მიხეილ (ლანჩხ)- 5,5.
5. დავით ცეცხლაძე (ოზურგ)-4,5
6.ნათია ვასაძე(ოზურგ) –4,5
ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან:
ჩხიკვიშვილი – ხუხუნაიშვილი ადამი
გოგოლაური – ვასაძე ნათია
სიამაშვილი – ჩხარტიშვილი
გვარჯალაძე – ცეცხლაძე
ბარამიძე- ბოლქვაძე
მამინაშვილი- კობიძე
ანთიძე ტ, – ვასაძე ლიზი
როგორც ჩანს, გურიის შარშანდელ ჩემპიონს გიორგი გოგოლაურს რეალური შანსი აქვს ვიცე -ჩემპიონის რანგში დაამთავროს ჩემპიონატი, რისთვისაც საკმარისია „ხუხუნაიშვილი ტ.- აფხაზავა ორთაბრძოლა ხუხუნაიშვილი ტ.- აფხაზავა ყაიმით დამთავრდეს. არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
დაველოდოთ შედეგებს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 48ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 46ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 45დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 4028 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…