ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატიდან!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექცია 2023 წელს წარმატებით ასრულებს!
სამი მედალი – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ჩვენია!
იური ლომაძე ოქროს, გიორგი თოხაძე ვერცხლის, ხოლო ავთანდილ მამალაძე ბრინჯაოს მფლობელი გახდა!
ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, უფროს ასაკში წლის შემაჯამებელი სპორტული ღონისძიება, საქართველოს პირველობა იმართება
 პირველობაში მონაწილეობას ფალავნები მთელი საქართველოდან იღებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბეეძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობენ.
გუშინ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა გირგი თოხაძემ ვერცხლის მედალი აიღო.
მწვრთნელები – ძმები ზურაბიენები
 ხოლო გუშინვე ბრინჯაოსა და მესამე საპრუზო ადგილს ავთანდილ მამალაძე დაეუფლა.
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე
დღეს ფინალში ჭიდაობის მარადონად წოდებულმა იური ლომაძემ პირველობა არავის დაუთმო . იურიმ ოქროს მედალი და საქართველოს ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა!
✅ მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები
,, მიხარია ჩვენი ბიჭების წარმატება საქართველოს პირველობაზე. იურიმ, გიორგიმ და ავთომ , მათმა მწვრთნელებმა ბევრი იშრომეს , რომ ოზურგეთი ღირსეულად გამოსულიყო საქართველოს პირველობაზე. გილოცავთ ყველას, ამ დიდ წარმატებას!” – კობა ბალავინოვი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი.
p.s. ფოტოებზე იური ლომაძე, გიორგი თოხაძე თოხაძე, ავთანდილ მამალაძე.
ყველა რეაქცია:

თქვენ, ხარიტონ ჩხატარაშვილი, Pavle Chkonia და 39 სხვა პიროვნება

მსგავსი სტატიები

  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 58
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 53
    ოზურგეთელი იური ლომაძე საქართველოს ჩემპიონია!ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ - რომაული სტილით ) მოჭიდავე იური ლომაძე საქართველოს ჩემპიონია! იური ლომაძემ ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობაზე, 77 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა! იური ლომაძე ასპარეზობისთვის ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა მოამზადეს.
  • 52
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…