პარასკევს, 29 დეკემბერს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებულ წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა პროფესორ ედიშერ ჭელიძის აკადემიური მოღვაწეობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის წარმომადგენლები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“.
ედიშერ ჭელიძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდანაა. მამა, პროფესორი გიზო ჭელიძე, ცნობილი მწერალი და მეცნიერი იყო. ცნობილი მეცნიერი იყო ასევე დედა_ნათელა ჭახნაგია.
ძმა, ლადო ჭელიძე _ პროფესორი, ამჟამად ისრაელში, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ფოლკლორის კვლევის ცენტრის აფილირებული მკვლევარია.
მსგავსი სტატიები
- 62ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 61დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 51ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი არაერთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორია. მათი ოფისი მეორე წელია სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ლამაზ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.300-კაციანი დიდი საკონცერტო დარბაზი, სამუშაო ოთახები ანსამბლების რეპეტიციებისა და წრეების მუშაობისთვის, ერთადერთი ქალაქის ცენტრიდან დაშორებულნი არიან, თუმცა ქ. ოზურგეთის ცენტრიდან სოფელ ოზურგეთის ცენტრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ამ პრობლემას მოხსნის.…
- 48ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 47განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…