სოფელ ლიხაურის ცენტრს _ ჯვარს, ლამის ნახევარი საუკუნეა, ამშვენებს „ღვთისკაცად“ ამაღლებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი. 2023 წლის მიწურულს ამ რთულ კომლექსს ( მოქანდაკე ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი) ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია; რომ იტყვიან, ასეთი თავდაპირველადაც არ ყოფილაო, ისეთი გამოვიდა!

ვხარობთ მისი შემყურენი, და თქვენც გილოცავთ!

…სიმბოლურია, რომ დიდი ექვთიმე დაბრძანებულა სკოლის წინ. ის ხომ მთელი ცხოვრება მასწავლებლობდა! მაშინ, როცა ყრმა იყო და მოწაფე, შემდეგაც, რუსეთიდან ზურგგამაგრებულმა მოღალატეებმა რომ ცეცხლი წაუკიდეს ჩვენს სამშობლოს, ხოლო  მისი ძვირფასი ტერიტორიები უფეშქაშეს ყველა გარშემომყოფ „მეზობელს“; პირველი რესპუბლიკის გამორჩეული შვილები დევნილობაში იტანჯებოდნენ, აქ დარჩენილებს სპობდნენ და სხვადასხვა მეთოდებით აწამებდნენ. და მერეც, შინ რომ დაბრუნდა საგანძურმოუკლებელი და ახლის შემძენიც, და ისევ საქართველოს აღსადგენად!

მაგრამ, ვაი, რომ მოხდა სხვაგვარად…

მაინც ვერაფერი დააკლეს. თანდათანობით ყველა ტიტულით შეამკეს მადლიანმა შთამომავლებმა, ძვირფასი ნინოს ნეშტიც გადმოუსვენეს, და ორი საფლავის გავლის შემდეგ, მთაწმინდაზე მიუჩინეს მარადიული სამყოფელი!

…ქვეყანაც 26 მაისის დიად გზაზე დააყენეს!

ახლაც ხომ ბრძოლაშია ჩვენი ერი!

მაშ, წინ, დიდი ექვთიმეს შვილებო!

2024 დამდეგი წლის მოსალოცად კი შეგახსენებთ მის მტკიცე დანაბარებს: „ჩვენს შემდეგ, ჩვენზე უკეთესები მოვლენ!“

ნუთუ, ამ ნაჭედ სიბრძნეს ვუღალატებთ?..

რუსლან ურუშაძე _ ლიხაურში ექვთიმეს მუზეუმის მცველი;

ნუგზარ ასათიანი _მუზეუმთან არსებული მზრუნველთა საბჭოს წევრი.

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 73
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 72
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 71
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…