„…ია­რა­ღიც არა მაქვს, რომ „მე­ზობ­ლებ­მა“ თავი უხერ­ხუ­ლად არ იგ­რძნონ. მელა ძა­ლი­ან მსუ­ნა­გი და ეშ­მა­კია, სახ­ლის გა­რეთ თუ რა­ი­მე საკ­ვე­ბი დამ­რჩა, ძაღ­ლი­საც არ ეში­ნია, ისე მო­ი­პა­რავს. დათ­ვის ბრდღვინ­ვაც ის­მის იშ­ვი­თად ტყი­დან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა. არ არი­ან სა­ში­შე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს თავი აა­რი­დონ“, – ამ­ბობს პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი მე­რაბ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც გო­მისმთა­ზე ზამ­თარს მარ­ტო ატა­რებს.
– 1965 წელს და­ვი­ბა­დე ოზურ­გეთ­ში. სკო­ლა სო­ფელ დვაბ­ზუ­ში და­ვამ­თავ­რე. ზა­ფხუ­ლო­ბით გო­მისმთა­ზე დას­ვე­ნე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ტრა­დი­ცია იყო. პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 80 წლის წი­ნათ დე­და­ჩე­მი აუყ­ვა­ნი­ათ ცხე­ნით. სა­მან­ქა­ნო გზა არ იყო და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ბავ­შვე­ბი აჰ­ყავ­დათ, ტვირ­თი ცხენ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი სა­პალ­ნე­ე­ბით აჰ­ქონ­დათ, ჩა­ლან­დრებს ეძახ­დნენ. ამ ბი­ლი­კებს დღე­საც სა­ჩა­ლან­დრო გზას ვე­ძა­ხით. სა­მან­ქა­ნო გზა მხო­ლოდ 1956 წელს გა­კეთ­და.

ბოლო ხუთი წე­ლია, რაც გო­მისმთა მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი გახ­და. ახლა სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როა. წელს დამ­თავ­რდე­ბა გო­მისმთა­ზე ამო­სას­ვლე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში.

– პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი ბრძან­დე­ბით…

– ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, პა­ტა­რა ქოხი იყო. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, მა­მა­სა და ძმას­თან ერ­თად ახა­ლი ავა­შე­ნეთ, იმ დრო­ის­თვის „სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე“ დი­ზა­ი­ნის კო­ტე­ჯი, რო­მე­ლიც ახ­ლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

ბოლო ხუთი წე­ლია, რაც გო­მისმთა მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი გახ­და. ახლა სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როა. წელს დამ­თავ­რდე­ბა გო­მისმთა­ზე ამო­სას­ვლე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში.

 

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე მთა­ში დარ­ჩე­ნა მი­წევ­და. 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბა მთხო­ვა. მეც ზამ­თარ­ში მთა­ში დარ­ჩე­ნის სა­ბა­ბი მო­მე­ცა და ასე და­ი­წყო ჩემი ზამ­თრის ცხოვ­რე­ბა გო­მისმთა­ზე, სა­დაც ზამ­თარ­ში სა­მან­ქა­ნო გზა ხში­რად 20 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ იკე­ტე­ბა. მა­ნამ­დე პრო­დუქ­ტებ­სა და საწ­ვავს ვი­მა­რა­გებ. დენი გე­ნე­რა­ტორ­ზე მაქვს.

„მაგ­თის“ ანძა დგას და ინ­ტერ­ნე­ტი ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს. დრო ჩემი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად გამ­ყავს, სახ­ლებ­ში ში­და­სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ვა­კე­თებ. სტუმ­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც არ ვუ­ჩი­ვი, უფრო მე­ტად ზამ­თრის ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლებს ვმას­პინ­ძლობ. მო­ნა­დი­რე­ე­ბიც მნა­ხუ­ლო­ბენ.დრო ჩემი პროფესიის შესაბამისად გამყავს, სახლებში შიდასარემონტო სამუშაოებს ვაკეთებ. სტუმრების ნაკლებობასაც არ ვუჩივი, უფრო მეტად ზამთრის ტურიზმის მოყვარულებს ვმასპინძლობ. მონადირეებიც მნახულობენ. ჩემთან ერთად ძაღლი ბაქურა და კატა კუნფუ ცხოვრობენ. ტყის ბინადრებიც მარტოობას არ მაგრძნობინებენ.

_  სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, როგორ გესტუმრათ მგელი…

_  მგელი შარშან ღამით მესტუმრა. სახლის წინ პატარა გზაჯვარედინია და იქიდან დაიწყო ყმუილი. თოვლზე მთვარე დღესავით ანათებდა, ვიფიქრე, აივანზე შეუმჩნევლად გავალ და ფოტოს გადავუღებ-მეთქი, მაგრამ როგორც კი აივნის კარი გავაღე, გაქრა. დილით ვნახე მისი ნაკვალევი. ალბათ, მგელსაც მოსწყინდა მარტოობა…

ერთხელ მანქანით ამოვდიოდი გომისმთაზე, ტყიდან შველი გამოხტა და მანქანის წინ გაჩერდა. დავამუხრუჭე, მეგონა, გაიქცეოდა, მაგრამ გაჩერდა, თავი ჩემკენ მოაბრუნა და ცქერა დამიწყო. თავიდან დავიბენი, ვერ მოვიფიქრე რა უნდა მექნა, გადავწყვიტე, ტელეფონით ფოტო გადამეღო. აი, მაშინ კი დაფრთხა და ტყეში გაუჩინარდა. უხუცესებმა მითხრეს, შველი ადამიანთან შეხვედრის დროს ამბობს, ისეთი ლამაზია ადამიანი, რომ ნეტავ დიდხანს მაყურებინაო. ჩვენი სილამაზის რა გითხრათ, მაგრამ თვითონ მართლაც მომაჯადოებელი წყლიანი ლურჯი თვალებით მიყურებდა.

– თქვენი გომისმთაზე ყოფნის შემდეგ არავის გაუჩნდა სურვილი თავადაც დარჩენილიყო?

– რამდენიმე ადამიანი რჩებოდა და ახალ წელს ერთად ვხვდებოდით. შემდეგ ბარში კომფორტული ცხოვრება ამჯობინეს. ახალი გზის დასრულებიდან შემდეგ, იმედია ამოვლენ და დარჩებიან, არადა, როგორ მინდა გომისმთა ხალხით დასახლებული გურული მთის სოფელი გახდეს, ბევრი სახლიდან ამოდიოდეს ფუტი.

2019 წლის იანვარში მოყვარულების ჯგუფმა მთაში აყვანა მთხოვა, გოგო-ბიჭები იყვნენ. სულ 8 კილომეტრი იყო გასავლელი. ჩავუტარე ინსტრუქტაჟი. შევთანხმდით და 2 იანვარს, მზიან ამინდში ჩამოვედი მეგზურობის გასაწევად. დღის 11 საათზე დავიძარით. 5 კილომეტრი, ასე თუ ისე, ნორმალურად იარეს, მაგრამ მერე ალპური ზონა იწყება და ისე დაიქანცნენ, სახლში ღამის 10 საათზე მივლასლასდით… სიამაყის გამო უკანაც არ მიბრუნდნენ.

– ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვედრიათ?

– წლების წინ რამდენიმე კაცი დასარჩენად და ახალი წლის აღსანიშნავად ამოვიდა. იმ წელს ღრუიან წიფლამდე ამოდიოდა მანქანა, რომელიც გომისმთიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. ერთ დღესაც ტვირთის ამოსატანად მე და მეზობელი ქვემოთ დავეშვით. დაღმართზე ბილიკებით ჩავდიოდით და გზას 4 კილომეტრამდე ვამცირებდით. ჩავედით, ავიღეთ ტვირთი. წამოვედით თუ არა, თოვა დაიწყო. სახლამდე 2 კილომეტრი იყო დარჩენილი, რომ ადამიანები შევნიშნეთ, რომლებიც ქარბუქს თავს კლდის გამოწეულ ნაწილში აფარებდნენ. ხუთი გოგო-ბიჭი იყო. გათოშილებს სიარული უჭირდათ. როგორც გვითხრეს, სუფრასთან ისხდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს გომისმთაზე გასართობად ასულიყვნენ. ჩვენი დანახვისას მიხვდნენ, რომ განსაცდელს გადაურჩნენ. დიდი წვალებით, ჩვენი გაკეთებული ბილიკით მოლასლასდნენ ჩემს კოტეჯში. როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, გოგონები ატირდნენ  და ყურებჩამოყრილი ღუმელთან ჩუმად დასხდნენ. მაშინვე ოჯახის წევრებს შევატყობინეთ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. მეორე დილით, თოვამ რომ გადაიღო, ჩავაცილე მანქანამდე. გომისმთა კი არის ლამაზი მთა, მაგრამ 2000 მეტრს ზევით ზამთარში მკაცრი და დაუნდობელია. შემდეგი წლის ზამთარში იგივე განმეორდა. ახალგაზრდები გასართობად ქარბუქში წამოვიდნენ, რასაც სხეულის კრიტიკულად გადაცივების გამო ერთის დაღუპვა მოჰყვა.

ვფიქრობ, მთაში მიმავალ ბილიკებზე რამდენიმე თავშესაფარი ქოხი უნდა იყოს, რომ საფრთხის შემთხვევაში ადამიანებმა თავი შეაფარონ.

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 68
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 68
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 63
    ბახმარო _დღეს ყველაზე მეტად საკამათო თემაბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
  • 62
    ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადადღეს, ქალაქ ოზურგეთში, „მედალფას“ კლინიკაში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. იგი დიდი ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურიდანაა და 4400 გრამს იწონის. ინფორმაცია და ფოტოების ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ „მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ გაავრცელა. ბედნიერი ბავშვობა, ლამაზი მომავალი, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ პატარა ექვთიმეს!