2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. ექსპორტმა 6.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგინა (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტმა – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14 პროცენტით).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (3 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.4 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (2 მლრდ აშშ დოლარი) არიან.

2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.6 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი).

მსგავსი სტატიები

  • 74
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 69
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 68
    ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადადღეს, ქალაქ ოზურგეთში, „მედალფას“ კლინიკაში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. იგი დიდი ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურიდანაა და 4400 გრამს იწონის. ინფორმაცია და ფოტოების ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ „მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ გაავრცელა. ბედნიერი ბავშვობა, ლამაზი მომავალი, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ პატარა ექვთიმეს!  
  • 65
    ბახმარო _დღეს ყველაზე მეტად საკამათო თემაბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
  • 64
    „ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ კოლმპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყოკომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში,  მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას  იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპნაია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს…