დღეს ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში კალანდის აღსანიშნავად დიდი სამზადისია.
როგორც კალანდას შეშვენის, გურიის უმეტესი დასახლებები კალანდას თოვლით ხვდება. როგორც შემატყობინეს სოფელ მთისპირში თოვლის საფარი ამ წუთებში 20 სანტიმეტრია, უფრო ზემოთ _ვანიქედში 30 სანტიმეტრი. თოვლის საფარი უფრო მაღალია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში.
ტრანსპორტი ჩვეულებრივ მოძრაობს. „გზამშენი 18“ და მუნიციპალური სამსახურები მზად არიან გზების გასაწმენდად.
სინოპტიკოსების პროგნოზით გურიაში ხვალ მზიანი ამინდი იქნება.
ეს ფოტო სოფელ ვაკიჯვარშია გადაღებული და ავტორი თემურ მოქიაა.
მსგავსი სტატიები
- 74მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
- 681-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
- 6725 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
- 66წარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით. თამარის შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა. თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში. თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22…
- 64გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.