დე­კემ­ბერ­ში, ოზურ­გე­თის სო­ფელ მე­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი – 5 და 2 წლის ძმე­ბი დაკბი­ნა. ბავ­შვე­ბი ამ დროს დე­დას­თან ერ­თად იყ­ვნენ. ვიდ­რე ბავ­შვე­ბის დედა, მე­ზობ­ლის დახ­მა­რე­ბით ძაღ­ლის დაკ­ბე­ნი­ლი უფ­რო­სი შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, ძაღ­ლმა, კის­რის და თა­ვის არე­ში, 2 წლის ლა­ზა­რე­საც უკბი­ნა.

16 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ ლა­ზა­რე დე­დას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ბავ­შვს ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ამ დრო­ის­თვის სკალ­პის 80% და­ხუ­რუ­ლია. Ambebi.ge-სთან ლა­ზა­რეს დედა, ლიკა ხა­მა­თაშ­ვი­ლი შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

_  ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში ვრჩე­ბით, ლა­ზა­რე თავს კარ­გად გრძნობს. ამ დღე­ებ­ში მე­ო­რე ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბა. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს კა­ნის 80% და­ი­ფა­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჯერ არ აქვს და­ფა­რუ­ლი.

_  ლა­ზა­რე თუ გე­სა­უბ­რებთ მომ­ხდარ­ზე, ახ­სოვს ის დღე?

_ თა­ვი­დან ერთი პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ფერს იხ­სე­ნებ­და. დე­და­ჩე­მი რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში და მას­თან უფრო სა­უბ­რობ­და. ახლა ვცდი­ლობთ აღარ ვი­ლა­პა­რა­კოთ ამ თე­მა­ზე, ისე ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს. ღამე, ღრმა ძილ­ში რომ მი­დის, უცებ გა­ეღ­ვი­ძე­ბა და სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გა­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რის, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ახ­სენ­დე­ბა. და­მამ­შვი­დე­ბელს ვაძ­ლევთ.

"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

დე­კემ­ბერ­ში, ოზურ­გე­თის სო­ფელ მე­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი – 5 და 2 წლის ძმე­ბი დაკბი­ნა. ბავ­შვე­ბი ამ დროს დე­დას­თან ერ­თად იყ­ვნენ. ვიდ­რე ბავ­შვე­ბის დედა, მე­ზობ­ლის დახ­მა­რე­ბით ძაღ­ლის დაკ­ბე­ნი­ლი უფ­რო­სი შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, ძაღ­ლმა, კის­რის და თა­ვის არე­ში, 2 წლის ლა­ზა­რე­საც უკბი­ნა.

16 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ ლა­ზა­რე დე­დას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ბავ­შვს ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ამ დრო­ის­თვის სკალ­პის 80% და­ხუ­რუ­ლია. Ambebi.ge-სთან ლა­ზა­რეს დედა, ლიკა ხა­მა­თაშ­ვი­ლი შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

_ ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში ვრჩე­ბით, ლა­ზა­რე თავს კარ­გად გრძნობს. ამ დღე­ებ­ში მე­ო­რე ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბა. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს კა­ნის 80% და­ი­ფა­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჯერ არ აქვს და­ფა­რუ­ლი.

_ ლა­ზა­რე თუ გე­სა­უბ­რებთ მომ­ხდარ­ზე, ახ­სოვს ის დღე?

_  თა­ვი­დან ერთი პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ფერს იხ­სე­ნებ­და. დე­და­ჩე­მი რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში და მას­თან უფრო სა­უბ­რობ­და. ახლა ვცდი­ლობთ აღარ ვი­ლა­პა­რა­კოთ ამ თე­მა­ზე, ისე ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს. ღამე, ღრმა ძილ­ში რომ მი­დის, უცებ გა­ეღ­ვი­ძე­ბა და სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გა­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რის, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ახ­სენ­დე­ბა. და­მამ­შვი­დე­ბელს ვაძ­ლევთ.

_ ხომ არ იგეგ­მე­ბა ბავ­შვის უცხო­ეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა?

_ ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით, მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ლა­ზა­რეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

_ უფ­რო­სი შვი­ლი რო­გორ არის, ალ­ბათ მა­საც ექ­ნე­ბა ში­შე­ბი?

_ ახლა ბე­ბი­ას­თან არის, კარ­გად გრძნობს თავს, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მა­საც დარ­ჩა შიში. ენატ­რე­ბა დედა, ძმა, მარ­ტო დარ­ჩე­ნის ეში­ნია, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

_ ლიკა, თქვენ თუ გყავ­დათ ოჯახ­ში ძაღ­ლი?

_ არა, ძაღ­ლი არ გვყო­ლია, მაგ­რამ ლა­ზა­რეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი. არ ვიცი, ახლა რო­გორ უნდა გა­და­ლა­ხოს ბავ­შვმა ეს შიში. ჯერ­ჯე­რო­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან არ მი­სა­უბ­რია, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან და ფსი­ქო­ლოგ­თან.

_ რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ ამ დრო­ის­თვის, პიტ­ბულს რო­მელ­მაც თქვე­ნი შვი­ლე­ბი დაკბი­ნა, ნამ­დვი­ლად ჰყავ­და პატ­რო­ნი?

_ არა, დღემ­დე არ ვიცი, სა­ი­დან მო­ვი­და. არც ის ვიცი, ვი­სია. ზო­გა­დად ძა­ლი­ან ბევ­რი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი იყო ჩვენს უბან­ში, მაგ­რამ ეს ძაღ­ლი იქამ­დე არ მომ­ხვედ­რია თვალ­ში. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეზო­ში ამ ჯი­შის ძაღ­ლი შე­მო­ვი­დო­და… იმ დღეს ვნა­ხე პირ­ვე­ლად ეს ძაღ­ლი.

– თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

– იმ დღე­საც ვსა­უბრდი ახ­ლობ­ლებ­თან, თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, რას გავ­დი­ვარ ვერ ვხვდე­ბი, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ალ­ბათ, ლა­ზა­რეს რომ და­ვა­ყე­ნებ ფეხ­ზე, მერე კი­დევ უფრო მივ­ხვდე­ბი, რა გა­დამ­ხდა.

_ რამ­დენ ხანს გა­ჩერ­დე­ბით კლი­ნი­კა­ში?

_  მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა გაგ­ვა­ჩე­რე­ბენ.

_  ახა­ლი წელს კლი­ნი­კა­ში შეხ­ვდით...

_  დიახ, მინ­დო­და ლა­ზა­რეც გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა და პა­ლა­ტა სა­ა­ხალ­წლოდ გა­ვუ­ფორ­მე. პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე და­ვუდ­გი და მო­ვურ­თე. ამ­ბობს, რომ გუ­რი­ა­ში უნდა, მაგ­რამ ჩემს სახ­ლში არ მინ­დაო. ალ­ბათ ეში­ნია, რად­გან ჩვენს ეზო­ში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი.

წყარო:ambebi.ge

 

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    17 დაღუპული, 3500 ევაკუირებული - თურქეთში, ხანძრის გამო, რამდენიმე პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდათურ­ქე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ბურ­სას მიმ­დე­ბა­რე ტყი­ან მთებ­ში ძლი­ერ ხან­ძარს ებ­რძვი­ან. შე­დე­გად, 3 500 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მთავ­რო­ბამ ორი პრო­ვინ­ცია, იზ­მი­რი და ბი­ლე­ჩი­ქი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, ხან­ძა­რი იყო ან­ტა­ლი­ის პრო­ვინ­ცი­ა­შიც. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 17-მდე გა­ი­ზარ­და. ბურ­სას მე­რის, მუს­ტა­ფა ბოზ­ბე­ის, გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთი მე­ხან­ძრე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კვი­რას გა­ნა­ცხა­და,…
  • 71
    ხო­მალ­დი 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტშიც გა­მო­ი­ყე­ნეს, უკრაინელებმა ჩაზირესუკ­რა­ი­ნის არ­მია შავ ზღვა­ში თავს და­ეს­ხა რუ­სულ დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალდ „ცე­ზარ კუ­ნი­კოვს“ _ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. რუ­სულ გემს უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი თავს ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლაქ კა­ცის­ველ­თან და­ესხნენ. უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დროს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში იყო, ჩა­ი­ძი­რა. რუ­სუ­ლი ანო­ნი­მუ­რი არხი "Two…
  • 70
    კე­ნი­ა­ში წყალ­დი­დო­ბას ებ­რძვი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­შტა­ბურ წყალ­დი­დო­ბა­სა და მე­წყერს ქვე­ყა­ნა­ში სულ მცი­რე 181 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სტი­ქი­ამ კე­ნი­ა­ში ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ხი­დე­ბი, გზე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მებ­მა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა კე­ნი­ის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, ტან­ზა­ნია და ბუ­რუნ­დი. ექ­სპერ­ტე­ბი უხვ ნა­ლე­ქებ­სა და სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს კლი­მა­ტის…
  • 70
    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: 00:04 / 07-01-2022 სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: "აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა…
  • 69
    „ჩემი მოსწავლე იყო , თბილი, კაცთმოყვარე, მეგობრული, ნამუსიანი...“ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც გონიოში ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გო­ნი­ო­ში, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში საყ­რდე­ნი კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი - გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ობს კრი­ტი­კუ­ლად მძი­მედ ფას­დე­ბო­და.  გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ოთო დე­კა­ნა­ძეა. ის "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში" ცხოვ­რობ­და. გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. მის შე­სა­ხებ…