ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ ციხისფერდის სკოლის მიმდებარედ, განთავსებული იყო საგზაო ნიშნები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები განთავსებული იყო გზაჯვარედინის წინ. ეს კი გულისხმობდა იმას, რომ 50 კმ/სთ-ით მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში მოძრაობისას, გზაჯვარედინთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გაეზარდათ სიჩქარე 80კმ/სთ-მდე, მაშინ, როდესაც გზების კვეთის, შეერთების ან განშტოების ადგილებში პირიქით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე უნდა მცირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გამო არაერთი პირი უსამართლოდ ჯარიმდებოდა.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საიამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.

📌 ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.

მსგავსი სტატიები

  • 50
    აქცია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსთანდღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ.  აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა . ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:…
  • 47
    პროკურატურამ ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური…
  • 47
    ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს 4000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ…
  • 40
    სასამართლომ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში  რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  ოზურგეთის სასამართლომ დაბა ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. დღეს დასრულდა ოზურგეთში სასამართლო პროცესი, სადაც „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილებოდა. პარტიის წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძეს და მის წარმომადგენელს დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სამუშაო საათების დროს „ქართული…
  • 40
    ვანო ჩხარტიშვილი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ბრალდებებით მიყენებული ზიანის“  ფაქტზე  სასამართლო დავას იწყებს და აცხადებს, რომ „ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ“ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სასანქციო სიას ეხმაურება, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კიდევ 10 სხვა მოქალაქესთან ერთად თავადაც მოხვდა._აღნიშნულ განცხადებას IPN ავრცელებს. როგორც ჩხარტიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კავშირს რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, „პეტროკასა“,“ გალფთან“ და „ფოთის…