2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. ექსპორტმა 6.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგინა (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტმა – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14 პროცენტით).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (3 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.4 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (2 მლრდ აშშ დოლარი) არიან.

2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.6 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი).

მსგავსი სტატიები

  • 74
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 74
    როგორია რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა ბოლო 30 წლის მანძილზეროგორია რეგიონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკა ბოლო 30 წლის მანძილზე: ბმული
  • 73
    ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა.ოზურგეთის კლინიკაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. პატარა „გოლიათი“ 5 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ავრცელებს.
  • 72
    ვულოცავთ _რეზო თედორაძე 92 წლისაადაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა ფაზისის  საერო-სამეცნიერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გურიის კოლორიტს რეზო თედორაძეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს!
  • 72
    დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.