ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის ევროპის და 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ფრანც ბეკენბაუერი ოქროს ბურთის 2 გზის (1972 და 1976) გამარჯვებულია. მან 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 5-ჯერ გერმანიის ჩემპიონატი, 4-ჯერ გერმანიის თასი, თითოჯერ კი ევროპის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრების მწვრთნელის რანგში 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ბაიერნის თავკაცის პოსტზე კი უეფას თასის და ბუნდესლიგის გამარჯვებული გახლდათ.
მსგავსი სტატიები
- 81
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 80
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 77
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
- 76
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 76საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.