2023 წლის 31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა:
_კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებით, არ მონაწილეობთ კომისიების სხდომებში…ა, ბატონო, ვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი შილაკაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შეეძლოთ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამისი დარგობლივი კომისიის სხდომაზე მოიწვიათც, კითხვები დაუსვათ და საკრებულოს დეპუტატებს კითხვებზე უნდა მიეღოთ პასუხი.
გიორგი შილაკაძემ ორი თვის შემდეგაც დასვა საკრებულოს სხდომაზე „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან შეხვედრისა და მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ, თუმცა „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ბესელიასთან შეხვედრა არ შემდგარა.
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ კვლავ დასვა შეკითხვა მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
_ უკვე 5 თვეა საკრებულოს სხდომაზე ვაყენებ საკითხს „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელთან შეხვედრის გამართვის თაობაზე. მას პასუხი უნდა გაეცა შეკითხვებისათვის, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა.მოსულიყო ეს ხალხი და ეთქვა, რას აშენებს, სად და რამდენს. რა მდგომარეობაა დღეისთვის …27 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართე განცხადებით მოეცათ „პარვუს ჯგუფთან“ გაფორმებული მემორანდუმის ასლი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. აწი მშენებლობას დაამთავრებენ და შემდეგ მივიღებთ პასუხს? _განაცხადა გიორგი შილაკაძემ.
_კი, ბატონო, რაც შეეხება ამ ჯგუფთან შეხვედრას, როცა იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ, – უთხრა მას საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
შილაკაძეს მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ იგი გადაამოწმებს, რატომ არ მიეწოდა დეპუტატს პასუხი და ამასთანავე ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ იყვნენ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ლავრენტი ბიგვავამ პირადულ საუბარში ჟურნალისტებთან თქვა, რომ მათ მოიწვიეს „პარვუს ჯგუფის“ ხელძღვანელი, თუმცა ჯერ-ჯერობით შეხვედრა არ შედგა.
„პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები დაგროვდა. კომპანია საზოგადოებას არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. რადგან მცირე სიმძლავრის ჰესებად არის დაყოფილი, „პარვუს ჯგუფს“ არც გეოლოგიური, ჰიდროლოგიური,ბიომრავალფეროვნების კვლება არ აქვთ ჩატარებული.
გაზეთ „ალიონს“ ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირჩევენ კომპანიები 2 მგვტ- ზე ნაკლები სიმძლავრის კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკომ“ მიაწოდა კომენტარი:
_ ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით ასეთი სიმძლავრის ჰესის პროექტებს არ სჭირდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლა, კვლევა ანუ არც ფული ეხარჯებათ, არც დავიდარაბა უწევთ ადგილობრივი თემებიდან….ჰოდა ასე ყოფენ, ანაწევრებენ, მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტები.
მას შემდეგ, რაც გავიგეთ რომ ოზურგეთში, კერძოდ სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟზე თურმე იგეგმებოდა სამი კასკადური ტიპის ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოები და ავტეხეთ ერთი ამბავი…გამოჩნდა კომპანია „პარვუს ჯგუფი“. კომპანიას მოვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, გარემოსდაცვითი კვლევები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემისთვის. შედეგად ისე აგრძელებენ საამშენებლო სამუშაოებს, რომ არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
„ეკომ“ წერილით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, რასაც ფლობდნენ „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესის პროექტის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი. როგორც ირკვევა, კომპანია „პარვუს ჯგუფს“ 2023 წლის 31 ივლისს სსიპ-ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა წერილი კითხვით _ „ვგეგმავთ 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას,თითოეული 1.98 მგვტ და გთხოვთ გვაცნობოთ საჭიროებს თუ არა აღნიშნული სიმძლავრის პროექტები „გარემოსდაცვითი შეაფასების კოდექსით“ დადგენილი პროცედურების გავლას და შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწვეტილების მიღებას“.
სააგენტომ 5 სამუშაო დღის ვადაში უპასუხა კომპანიას _ „ვინაიდან „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესების სიმძლავრე 2 მგვტ-ზე დაბალია,აღნიშნული საქმიანობა არ საჭიროებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ პროცედურების გავლას.“
ბოლოში კი მიუწერა: _ჩვენთან შეთანხმებული უნდა იქნას ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობებიო. სხვა მოთხოვნა ან დაინტერესება არც ყოფილა, რას აგებთ ან გარემოსდაცვითი რაიმე კვლევებს თუ აწარმოებთო.
მანამდე კი კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმებია ეკონომიკის სამინისტროსთან 2021 წლის 19 ივლისს, ნათია თურნავას მინისტრობის დროს.
ხელშეკრულებაში იკითხება, რომ ჩაუტარებიათ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი: სწორედ ამიტომ ხდება კასკადური დანაწევრება, რომ ნიშნული სულ მცირედით ჩამოცდეს 2 მგვტ-ს და გარემოსდაცვითი კვლევები არ ჩატარდეს,აბა 0,02 სირცხვილ ნამუსის კი არაა.“_გვიპთხრა „ეკომ.“
მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის თემაზე ჟურნალისტურ კვლევას გავაგრძელებთ.
რედაქცია მოწოდების შემთხვევაში ასევე გამოაქვეყნებს კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მოსაზრებებს მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი ახალი ჰესის ასაშენებლად 3 კილომეტრამდე გზა უკვე გაიყვანეს.
მსგავსი სტატიები
- 77რამდენიმე დღის წინ რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…
- 6531 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…
- 60წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 59დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
- 57პატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…