ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ

კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა.

8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5 ქულა დააგროვეს და II-III ადგილები დაიკავეს ანდრია ადეიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ, დამატებითი კრიტერიუმებით მეორე ადგილისათვის განკუთვნილი ვერცხლი ანდრიას ერგო, ხოლო

გიორგის, რომელმაც ბოლო პერიოდში საკმაოდ აიმაღლა სათამაშო კლასი, ბრინჯაოს დასჯერდა. მართალია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს გასული წლის ვიცე-ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს,თუმცა მისმა 6 წლის ძმამ სოლომონ ჩხარტიშვილმა პირველი საჩემპიონატო ნათლობა მიიღო და თანაც წარმატებულად. მან დაგროვილი 4 ქულით მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა და როგორც ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე, შესაბამისადაც დაჯილდოვდა.

ამავე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული იოანა დოლიძემ მოიპოვა, მეორე საპრიზო ადგილზე ანასტასია ბაქანიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მარიამ მხეიძეს ერგო.

10 წლამდე ასაკში კარგი მომზადების დონე აჩვენა ბაქარ მახარაძემ. გასულ წელს მას ანალოგიურ შეჯიბრებაში ვიცე-ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული, ამჯერად კი ტურნირი ჩემპიონის რანგში დაამთავრა, თან უდანაკარგო შედეგით(!). ვიცე-ჩემპიონის ტიტულს 5 ქულით გაბრიელ ბარამიძე დაეუფლა, რომელმაც რამდენიმე პარტიაში მაღალი სათამაშო კლასი გამოავლინა. თანაბარი ქულებით, III-IV ადგილი ზურა ჩხიკვიშვილმა და ანდრია მეგრელიშვილმა გაიყვეს. გოგონათა შორის ბრინჯაოს მედლით შეფასდა მართა მხეიძის შედეგი.

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში დაიხურა, ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და შესაბამისი დიპლომებით, ჩემპიონატის დახურვაზე აღინიშნა მწვრთნელების ნინო წიტაიშვილისა და ელგუჯა ურუშაძის ნაყოფიერი მუშაობის შესახებ, აღინიშნა ასევე საჭადრაკო ღონისძიებების ადგილობრივი და რესპუბლიკური კალენდრის შესახებ, რომელიც დატვირთულია მრავალი და მნივნელოვანი ღონისძიებით, სადაც ჩვენი მოჭადრაკეებმა მწვრთნელებთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იზრუნონ წარმატებული ასპარეზობისათვის,რათა ღირსეულად წარმოაჩინონ, როგორც საკუთარი თავი, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად გურიის რეგიონის საჭადრაკო სკოლა.

ურაბ ანდღულაძე,

გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი

 

მსგავსი სტატიები

  • 98
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 91
    ხარიტონ ჩხატარაშვილი 65 წლისააცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს,  მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე,  ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…
  • 91
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 91
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 91
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების…