ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

 

ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.

 

ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.

 

ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური სცენარით და იგივე გოლის ავტორით ასევე გასვლაზე კოსოვოს სძლიეს, მესამე ტურში კი მეზობელ კვიპროსს უმასპინძლეს და 3:0 გაანადგურეს.

შემდეგ იყო კოსოვოსთან საშინაო გამარჯვება (2:0) და ჯგუფიდან გასვლის ოფიციალურად განაღდება. სწორედ ამის შემდეგ, ბერძნებმა ცოტა ყურადღება მოადუნეს და სტუმრად კვიპროსთან დამარცხდნენ (0:1). მოვლენებს წინ რომ გავუსწროთ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საბერძნეთმა ჯგუფში ქულები დაკარგა.

 

ბოლო ტურში გუსტავო პოიეტის გუნდმა საკუთარ კედლებში ჩრდილოეტ ირლანდიას უმასპინძლა და 3:1 მოუგო, რის შედეგადაც ჯგუფი 15 ქულით დაასრულა (საქართველომ თავისი ჯგუფი 16 ქულით მოიგო) და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

 

C დივიზიონის საერთო ცხრილში საუკეთესო პოზიცია საქართველომ დაიკავა, საბერძნეთი კი მეორე ადგილზე გავიდა და თურქეთს და ყაზახეთს 2-2 ქულით გაასწრო.

 

ჯგუფის ექვსი შეხვედრის შედეგად საბერძნეთის საუკეთსო მეგოლე ანასტასიოს ბაკასეტასი გახდა 3 გოლით და 2 საგოლე პასით, მეორე ადგილი მანტალოსმა დაიკავა, 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით. ცნობისთვის, C ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ხვიჩა კვარაცხელიამ (5 გოლით და 3 ასისტით) კოსოვოელ ვედატ მურიქისთან ერთად მოიპოვა.

 

საბოლოოდ, პირველი ადგილით საბერძნეთმა საქართველოს მსგავსად პლეი-ოფში მონაწილეობა დაიმსახურა, ნახევარფინალურ მეტოქედ კი კერკეტი კაკალი ყაზახეთი მიიღო, რომელსაც საკუთარ კედლებში 5:0 გადაუარა და ფინალში დამაჯერებლად გავიდა, სადაც საქართველოს დაუპირისპირდება.

 

ერთა ლიგა გავიგეთ, ახლა გადავხედოთ ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპს, სადაც ბერძნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის ბოლომდე ჰქონდათ. ასე რომ მომხდარიყო, საბერძნეთი პლეი-ოფში მონაწილეობიდან ამოვარდებოდა (როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა, სადაც ჩვენი მეტოქე ჯგუფის მეორეადგილოსანი ლუქსემბურგი გახდა) და პლეი-ოფში მონაწილეობას კოსოვო მიიღებდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთს საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა – საფრანგეთის, ნიდერლანდების, ირლანდიის და გიბრალტარის მონაწილეობით. ლოგიკურად, აქ პოიეტის გუნდისგან მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებას არავინ არ ელოდებოდა, თუმცა გუნდს ამის შანსი ნამდვილად ჰქონდა.

 

საბოლოოდ, ჯგუფში სიტუაცია ისე დატრიალდა, რომ 6 ტურის შემდეგ ბერძნებს 12 ქულა ჰქონდათ (იმდენივე, რამდენიც მეორეადგილოსან ნიდერლანდებს) და ბოლო ორ ტურში საფრანგეთს და ნიდერლანდებს მასპინძლობდნენ. ორ მატჩში 4 ქულის დაგროვებით გუნდი ევრო 2024-ზე გადიოდა, თუმცა ამის გაკეთება რომ უკიდურესად რთული იყო, საბოლოო შედეგზეც აისახა – გუსტავო პოიეტის უგნდმა საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვა, ჯგუფი 13 ქულით დაასრულა და მეორე ადგილო ლოგიკურად დაუთმო ორ უდიდეს ნაკრებს. თუმცა, ჯგუფი თავაწეულმა დაასრულა და თავისზე სუსტ ნაკრებებს (ირლანდიას და გიბრალტარს) 4-დან 4 მატჩი მოუგო.

 

ახლა უკვე მეტწილად მთლიანად იცით, რა გზა გამოიარა საბერძნეთმა ევრო 2024-ზე გამსვლელი ფინალის მოსაპოვებლად. იმედი ვიქონიოთ, რომ მათ სწორედ ამ ბოლო ნაბიჯზე დაუცდებათ ფეხი…

SETANTA SPORTS

მსგავსი სტატიები

  • 98
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 93
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 93
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 92
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
  • 91
    გაბრიელ სალუქვაძე_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონიგაბრიელ სალუქვძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში 8 წლამდელთა ასაკში. მან 7 პარტიიდან შვიდივე  მოიგო. 5-5 ქულა გიორგი ჯანელიძემ და ანდრია ადეიშვილმა მოაგროვეს.