კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში,  მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას  იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპნაია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის ხედებით. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი,  5000 დოლარს აღწევს.

სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კოპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი მთლიანად დაეთმობა რეკრიაციულ და დასასვენებლ სივრცეებს.

მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.

რბი ჯგუფის მიზანია ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რომელიც უნიკალური იქნება როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით.

ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

ჩვენი მიზანია, ბახმაროს ახალი სიცოცხლე შევსძინოთ, შევუქმნათ საერთაშორისო იმიჯი და მისი საკურორტო თვისებების ხაზგასმა მსოფლიო დონეზე მოვახდინოთ“,-აცხადებს, კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბახმაროში, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და მეურნეობების განვითარებას.

ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილების, დამატებითი ტურისტული ნაკადების გაზრდის საფუძველი გახდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი მეურნეობების განვითარებასა და საკმაოდ ბევრი ადამიანის, რეგიონში დაბრუნებას. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტურად და შედეგიანად უზრუნველყოფენ იმ სერვისების მიწოდებას ბახმაროსთვის, რომელიც ამ კურორტს ასე სჭირდება,-აცხადებს, ირაკლი კვერღელიძე.

ბახმაროს მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების შეძენის მსურველთათვის, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც,  შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული შიდა განვადება, ან ისარგებლოთ ბანკის გრძელვადიანი კრედიტით, რომელიც სპეციალურად „ორბი ჯგუფის“ მომხმარებლებისთვის გაიცემა.

ბახმაროში, „ორბი ჯგუფის“ აპარტამენტების შეძენის მსურველებმა უნდა დარეკოთ ნომერზე:  +995 322 50 50 15; +995 555 31 00 00:

ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://orbigroup.ge/geo/bakhmaro

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 86
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 85
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 81
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 80
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 80
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…