ბახმარო
ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს რომ შევაფრქვევთ, რას დამართებს ეს ბახმაროს და რიგორ დააზიანებს მის კლიმატს.
ესაა მთავარი პრობლემა.
არ მივესალმები ბახმაროს გაზიფიკაციას და ის მიმაჩნია სწორედ საფრთხედ, არ მივესალმები ბახმაროში დაუსრულებელ მშენებლობებს და მის ბაკურიანიზაციას. დაუსრულებელმა უსისტემო მშენებლობებმა კურორტი ბაკურიანი მოკლა, საშინლად გააბანძა და გააქრო. აქცია რაღაც სიმახინჯედ. კლიმატი კი ისე შეცვალა რომ ზამთარში თოცლი სანატრელი გახდა და ზაფხულში სიგრილე.
ბახმარო უნიკალურია მხოლოდ მისი კრისტალური ჰაერით და ბუნებით. თუ ამას დავკარგავთ ხელში შეგვრჩება იააფფასიანი გასართობი კლუბი.
„ორბის“ პროექტს რაც შეეხება, ვნახე ეს პროექტი და არაა ცუდად მორგებული რელიეფს და საგანგაშოდ თვითონ კომპლექსი არ ჩამითვლია ,თუ სხვა მასშტაბურ მშენებლობებსაც არ მივაყოლებთ რიგში. თუ აღარ დაიშვება სხვა მრავალსართულიანების მშენებლობა და „ორბი“ ერთ მარგალიტად დარჩება ასატანია, მაგრამ პრობლემაა სწორედ ის, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ,და ეს ბახმაროს ბეტონიზაციის საწყისია უბრალოდ. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც, სხვა მრავალსართულუანი მშენებლიბებით, რაც გააფარჩაკებს ბახმაროს.
მე მენანება ბახმაროს უნიკალური კლიმატი დასაკარგად.
ამ ქვეყანაში არ არსებიბს არაფრის განვითარების გენ გეგმა. ახლა ზუსტად ის დროა, რომ აუცილებლად უნდა დაიდოს ბახმაროს გენ გეგმა სრული რენდერით და საზღვრებით. მერე მოხდეს მისი ამ რენდერით განვითარება. დასანგრევი უნდა დაინგრეს ასაშენებელი უნდა აშენდეს მაგრამ ამ მშენებლობას უნდა ჰქონდეს ზღვარი. რის იქეთაც ერთი ბოძის ჩარჭობაც კი აიკრძალება.
კიდევ განვმეორდები.
დღეს 21 საუკუნეა და კლიმატური კურორტების გაზიფიკაცია არის დანაშაული. და გათბობა უფრო ცივილური მეთოდებით ,თუნდაც ელექტროენერგიის საფუძველზე უნდა მოვიაზროთ. გაზიფიკაცია კი არა, მსგავს კურორტებზე თხევად საწვავზე მომუშავე ავტომობილების შესვლაც კი შეზღუდული უნდა იყოს..
უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ დღევანდელ ფულის შოვნაზე, არამედ იმაზე რას მოგვცემს ეს შორეულ პერსპექტივაში და რას დავუტოვებთ შთამომავლობას.
მაცაცო კუკულაძე
წყარო: ჯგუფი BAKHMARO /ბახმარო
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and სათხილამურო ფერდობი გამოსახულება

მსგავსი სტატიები

  • 87
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 82
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 81
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 81
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 79
    „რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე“...„აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც. გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა…