ოზურგეთის „არაწივები“ დღეს ქუთაიში გათამაშების ლიდერს „აიას“ შეხვდა.
ქუთაისის „აიამ“ ოზურგეთის ‘არწივებს’ 56:20 სძლია, ბონუს ქულაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში 5 ქულით დაწინაურდა.
მე-13 ტურის პირველ შეხვედრას „აია არენამ“ უმასპინძლა. მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და 8 გარდასახული ლელო გაიტანეს. დებიუტანტმა ‘არწივებმა’ იბრძოლა და შესვენების შემდეგ სამი ლელო მიითვალა, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა.
ანგარიში მე-5 წუთზე ოზურგეთელებმა, მარვინ ფრედერიქსის ჯარიმით გახსნეს. „აია“ გააქტიურდა და 14 წუთის ინტერვალში (მე-11-ედან 25-ემდე) 4 ლელო გაიტანა. თავი ილია გაბისონიამ, ამირან შვანგირაძემ, საბა ხონელიძემ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 28:3.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოსევანი ნდრავამ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, რაზეც ‘არწივებმა’ ჯამბა ულენგოს ლელოთი და ფრედერიქსის გარდასახვით უპასუხა. ამას ქუთაისელთა საჯარიმო ლელო მოყვა, 63-ე წუთზე კი ლელო ნოდარ დოლიძემ მიითვალა. დასკვნით 10 წუთში ოზურგეთელებმა ორი ლელო გაიტანეს (გიგი გიგინეიშვილი და ჯაბულანი მკულვანი), მათ შორის კი ნდრავამ თავისი მეორე ლელო მიითვალა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 56:20.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა არეშიძე გახდა. ‘აიას’ 13 თამაშის შემდეგ 49 ქულა აქვს და 5-ით უსწრებს ‘ლელოს’, რომელიც მე-13 ტურში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 4 თებერვალს მასპინძლობს. ‘არწივები’ 16 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 9 ქულით ჩამორჩება, თბილისის ‘აკადემიას’ კი 16-ით უსწრებს.
მსგავსი სტატიები
- 81დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
- 81დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…
- 81ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 80ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 79დღეს, ქ. თბილისში, ლელო არენაზე საქართველოს პირველობაზე რაგბიში დიდ 10-ში, ოზურგეთის „არწივები“ გათამაშების ლიდერს „ლელო სარასენს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 17:84 დამარცხდა. „ლელო სარასენს“ 58 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო „არწივებს“ 15 ტურის შემდეგ (3 მოგება, 12 წაგება; გატ/გაშ. 421/601) 16 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.