ბატონო რეზო,
გილოცავ ღირშესანიშნავ _საიუბილეო 91-ე წლისთავს. ეს შედარებით დიდი ასაკია, მაგრამ ისეთი ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ, არც ისე დიდია. მე მახსოვს თქვენი მოღვაწეობა კულტურის სფეროში, განსაკუთრებით ხელოვნების დარგში. თქვენი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.
მე, როგორც თქვენი უმცროსი მეგობარი, ოზურგეთელი ლოტბარების სახელით გისურვებთ, კიდევ „ერხანს“ გურულად, იყოთ მხნედ, ვაჟკაცურად და საამაყოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კუთხის საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ტრისტან სიხარულიძე,
ხელოვნების ქურუმი.
P.S ამ სურათზე დიდი ხელოვანი ხალხია გადაღებული: ოთარ ბერძენიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გური სიხარულიძე, ბადრი თოიძე, ტრისტან სიხარულიძე.
მსგავსი სტატიები
- 76
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 72
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 69
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
- 68
თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 66