23 – 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის.
ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო და სამი ბრინჯაო წამოიღეს. კონკრეტულ ასპარეზობაზე თავი გამოიჩინეს კლუბმა ,,ზვანელებმა” და შედეგიც შესაბამისი დადეს. ნიკოლოზ კუტუბიძე – 44კგ; დავით გობრონიძე – 57კგ; საბა ტაკიძე -97 კგ; დავით მხეიძე – 62კგ; ნიკოლოზ ჯოგლიძე– -75კგ; ერეკლე კვაჭანტიტაძე – 85კგ.
ოზურგეთელი მოჭიდავეები გაამხნევა და მთელი ასპარეზობის განმავლობაში მათ გვერდით იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი, თავად ტიტულოვანი მოჭიდავე და არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული , კობა ბალავინოვი. ოზურგეთის ნაკრები გუნდი მოამზადა მწრთვნელებმა: ძმებმა ზურაბიანებმა, კახაბერ აბაშიძემ , ლაშა გუჯაბიძემ გურამ და დავით მაჭარაშვილებმა, ფრიდონ და გურამ აბაშიძეებმა, ლაშა ქადეიშვილმა, ქემალ ხარაბაძემ.
მსგავსი სტატიები
- 78
- 77(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 73
- 72
- 72