გურიის სოფელ ნატანებში, ახალგაზრდა ქალს ქმარმა იმის გამო სცემა, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან დროულად არ დააბრუნა. მსხვერპლს მუშტი ჯერ მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა.

25 წლის ქალმა ცემის შესახებ დედას უამბო და დახმარება ითხოვა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ირმა ქარცივაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მეუღლეებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მამაკაცი ქალზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. იმუქრებოდა ცოლის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით.

მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ის დავით მარგველაშვილია. დანაშაული ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მოხდა. ადგილობრივებმა 25 წლის ქალის ცემის ამბავი იციან, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურთ.

25 წლის ირმა ქარცივაძე ახლა ბათუმში, მშობლების სახლში, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. პოლიციამ უკვე გამოკითხა ახალგაზრდა ქალიც და მისი ოჯახის წევრებიც. სავარაუდო დამნაშავეს, დავით მარგველაშვილს, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე ბათუმის სასამართლო იმსჯელებს.

წყარო: რუსთავი 2

მსგავსი სტატიები

  • 61
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 59
    პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…
  • 58
    ტოქსიკური და საშიში კონსერვის დამზადებისთვის 1 პირი დააკავეს, მისი კომპანია 2025 წელს შსს–ს და თავდაცვას ამარაგებდასაგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომლის შპს–ში სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვი მზადდებოდა. სწორედ ეს კომპანია აწვდიდდა კონსერვებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლების გამოსაკვებად 2025 წელს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,…
  • 58
    შსს - დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებმაც პირი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო/ვიდეო და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ - დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით…
  • 57
    სამართალდამცველებმა სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავესთბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრიფინგი  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.  დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე…

არ გამოტოვოთ