გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე.

ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა.  ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი იურიდიული განათლებაც მიიღო.

მის შრომით ბიოგრაფიაში, რამდენიმე სამსახურის ჩამონათვალია. მუშაობდა დვაბზუს კოლმეურნეობის მთავარ ბუღალტრად, შემდეგ _ ოზურგეთის აგრო-სამრეწველო გაერთიანებაში.

ბიძინა ვასაძე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს  ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად  დანიშნეს, ხოლო შემდეგ, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

2003 წლიდან ბიძინამ  სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობას თავი დაანება და ბიზნესით დაინტერესდა. მან ძმასთან, მერაბ ვასაძესთან ერთად შექმნა შპს „ვასაძის პური,“რომელიც შემდგომში, ერთ-ერთი წარმატებული საწარმო გახდა რეგიონში.

ბიძინა ვასაძე, 2015 წელს ნაციონალი ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

ბოლო წლებში, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, კვლავ წარმატებულად უძღვებოდა საწარმოს, ეწეოდა ქველმოქმედებას, გვერდით ედგა სპორტს და ა.შ.

იგი იყო შესანიშნავი ოჯახის უფროსი. შვილები წარმატებულნი არიან.

წავიდა ჩვენგან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი, რომლისთვისაც წარმატება სხვების გვერდში დგომასაც ნიშნავდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია იუწყება ბიძინა ვასაძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

პანაშვიდი 11 მარტს, 17 საათიდან; გამოსვენება 12 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნოდარ დუმბაძის ქ. #2.

ფოტოზე: ბიძინა ვასაძე მშობლებთან ელენე შეწირულთან და ილია ვასაძესთან ერთად.

მსგავსი სტატიები

  • 79
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 78
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 78
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 75
    საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
  • 74
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…