2024 წლის 28 მარტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“.

კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების – გურიის ეროვნული პარკის შექმნა.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას.

მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.

„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, _ განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

მსგავსი სტატიები

  • 77
    გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობსგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა გურიის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საკითხი. ახლადშექმნილი დაცული ტერიტორია 15 310 ჰექტარს მოიცავს.…
  • 77
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
  • 77
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა.გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…
  • 75
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 73
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს გააცნეს.