გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე მონაწილეობდნენ.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
  • 79
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს და მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს გააცნეს.
  • 77
    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნოსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
  • 77
    გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა2024 წლის 28 მარტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“. კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი. გარემოს…
  • 76
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწროგურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.