კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს:
„გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _ მალე დავუბრუნდები სამუშაო პროცესს.
ჩვენი ოზურგეთი და მისი ღირსეული საზოგადოება რომ ვიცი, ის დიდი პატივისცემა, რომელიც ჩვენს მშობლებს და ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს – გაკვირვებული და შეურაცხყოფილი დავრჩი ტვ – „მთავარის“ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ რეპორტაჟზე, თუ როგორ გააშუქეს ჩემი ამბავი.
ადამიანს რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოკითხვის ნაცვლად, ასეთ სამარცხვინო დეზინფორმაციას გაუვრცელებ, ამას რა ჰქვია?!… არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გაშუქდა, არ შეესაბამება სიმართლეს და არის ცილისწამება და დისკრიმინაცია ჩემი კომპანიის და ჩემს მიმართ“ _წერს ბეჟან ნაკაიძე.
მსგავსი სტატიები
- 96სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 92მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 80https://www.youtube.com/watch?si=HFdW7K6POJ-ipkv6&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0YySFWzw5ef020fvDMRPReFUvJAe6qbH-mrcstLDKygO3xEmzvYz0Skyc_aem_AWkbEnQdyPfADBQq_PWd_jkXl31477O5dkcb8F6ZHjwBqlqtx7DylwGHElWucqjDGnuhCQ68-UCJ6SufuYwxPJaV&v=dbh7IoXVGfA&feature=youtu.be დაფინანსებული ფართი
- 70თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.
- 68გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“. „გული მწყდება,…