„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში  გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს  შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი  და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან პარტიის მთავარ გზავნილზეც ისაუბრა:

_ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში. შევხდით პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში დავდივართ, რომ მოვამზადოთ პარტია არჩევნებისათვის. ეს არჩევნების ჩვენ ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ, იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს,რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებული, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათი ხმების მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტუტიციო უმრავლესობა და აი ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი _განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

მსგავსი სტატიები