„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაჯგუფის „რუსეთი დღეს“რედაქტორმა მარგალიტა სიმონიანმა ტელეგრაფ-არხზე განაცხადა.
_მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე ეს „ნორდ ოსტზე“ იყო. ..თქვა მან.
მსგავსი სტატიები
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება. რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.
იბეტში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო არხმა CCTV-მ გაავრცელა. როგორც Reuters წერს, გამთენიისას, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:05 საათზე იყო. Al Jazeera ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სულ მცირე 53 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბოლო ინფორმციით დაღუპულთა რაოდენობა 95 შეადგენს.