,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე
მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს.
და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის მიწურულს ესტუმრნენ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით, დაუახლოვდნენ ჩვენს მოწინავე ინტელიგენციას და ქართველ მოღვაწეებს. მარჯორო უორდროპმა, ამ,, ინგლისელმა სუსტმა ქალმა”, შესძლო ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს— ინგლისურად თარგმნა ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”, ,,განდეგილი.”ის 18 წელი თარგმნიდა ,,ვეფხისტყაოსანს,” მაგრამ 1909 წელს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და პოემა გამოუქვეყნებელი დარჩა. ოლივერ უორდროპმა კი, ჯერ კიდევ, 1888წელს ინგლისში გამოაქვეყნა წიგნი ,,საქართველოს სამეფო.” ასევე მან თარგმნა ,,სიბრძნე სიცრუისა”, ,,ვისრამიანი” და სხვა. დის გარდაცვალების შემდეგ ოლივერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაარსა მარჯორი უორდროპის ფონდი, რომელსაც ქართველოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
პირველად უორდროპები სოფელ ნიგოითში მაჭუტაძეებმა მიიპატიჟეს. თავად დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ანა ტარსეი გახლდათ.,,…ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისთვის დიდად პატივცემული, იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადამყოფობისა და გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისთვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ფლობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.”
უორდროპები გურულებს ისე შეეთვისნენ, რომ მათ ნათესავებს ეძახდნენ და ყველაზე დიდხანს დარჩნენ გურიაში. და არა თუ დარჩნენ, შემდეგში დედ–მამაც და ძმა თომაც კი ჩამოიყვანეს. უორდროპები გურიელების მთელ ნათესაობას, მათ მსახურებსა და მოურავებსაც კი დაუახლოვდნენ. ამიტომ ხშირად გურულად უქცევდნენ ლაპარაკის დროს და წერილებშიც.
ოლივერ უორდროპს თურმე ნინო ბერიძის( ტელემაქი გურიელის მეუღლე) დის, ვენერას შერთვა უნდოდა, მაგრამ ნათესავებს უარი უთქვამთ: ,, მაგ სიშორეზე როგორ უნდა გავათხოვოთ, ხომ სამუდამოდ დაგვეკარგებაო.“ სიკვდილის წინ მარჯორი( ის ძალიან ახალგაზრდა 1909 წელს გარდაიცვალა) თხოვდა თურმე ძმას, საქართველოში წადი, ვენერა შეირთე და ჩემი ნივთები მას მიართვიო. ოლივერი ამ მიზნით ჩამოსულა კიდეც, მაგრამ ვენერა უკვე როსტომ წერეთელზე ყოფილა დანიშნული. ოლივერი ინგლისში გაბრუნებულა, ოღონდ ვენერასათვის ჩამოტანილი ნივთები უკან აღარ წაუღია და დიდი მორიდებით მისთვის მიურთმევია, როგორც მარჯორის ნაანდერძევი. შემდეგში ოლივერმა ცოლი შეირთო და შვილს ფარნაოზი დაარქვა. ,,ქალი რომ ყოფილიყო, ვენერას დავარქმევდიო“_ იწერებოდა თურმე.
როგორც ავღნიშნეთ უორდროპები სოფელ ნიგოითში ეწვია თავად დიმიტრი მაჭუტაძის ოჯახს, რომლის მეუღლე ანა ტარსეი მათი თანამემამულე იყო.
ანა ტარსეი დაიბადა 1845 წელს ლონდონში. იგი უინძორის სამეფო სახლის მებაღის შვილი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტოის მოწვევით მიწვევით ანა რუსეთში ჩავიდა, სადაც მწერლის შვილებს ზრდიდა. იასნაია პოლიანაში, ტოლსტოის სახლში ტარსეი 1866-72 წლებში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი სათნო ხასიათით და შინაგანი კულტურით ანამ ტოლსტოის ოჯახის წევრთა ღრმა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურსა. მწერლის შვილი ტატიანა წერდა: ,,განსაკუთრებით სამ ადამიანს ვუმადლი მე ჩემს ბავშვობას: მამას, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს ცხოვრებას და გვიქმნიდა იმ პირობებს, რომლებშიც ჩვენ ვიზრდებოდით.დედას, რომელიც ამ პირობებში ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას ყველა იმ საშუალებით, რაც კი მას შეეძლო, და ანას, ჩვენს ინგლისელ აღმზრდელ ქალს, რომელმაც ჩვენს ოჯახში ექვს წელს იცხოვრა და გვაჩუქა ამდენი სიყვარული, მზრუნველობა და მტკიცე ზნეობრივი საფუძველი…
ანა ჩვენს სახლიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე მეცხრე წელში გადავდექი და მის წასვლასთან ერთად გათავდა ჩემი ბავშვობაც და დამთავრდა ის უღრუბლო ბედნიერება, რომლითაც მე მანამდე ვცხოვრობდი.”
რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ანა ტარსეი ლევ ტოლსტოის ,,ანა კარენინას“ ერთ-ერთი მოქმედი გმირის პროტოტიპად გამოუყენებია.
ყოველივე ეს ნათლად მოწმობს, თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ყოფილა გამსჭვალული დიდი რუსი მწერალი ნიგოითში გამოთხოვილი მაჭუტაძეების რძლისადმი. ამითაც იხსნება ლევ ტოლსტოის გამახვილებული ყურადღება საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხისადმი-გურიის და გურულებისადმი.
იასნაია პოლიანაში ცხოვრების ბოლო წლებში ტარსეის ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მას ციება შეჰყრია. ტოლსტოიმ ის ქუთაისში, თავის ცოლის დასთან, ტატიანა ბერსთან გააგზავნა გამოსაჯანმრთელებლად. ქუთაისში ანა გაიცნო თავადმა დიმიტრი მაჭუტაძემ, რომელსაც ქალი ძალიან მოსწონებია. ისინი 1874 წელს შეუღლდნენ. დიმიტრის მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ შვილის არჩევანით, განსაკუთრებით სარწმუნოებრივი სხვაობა იწვევდა მათ შერშფოთებას. თავდა–პირველად ახალგაზრდები ცალკე ცხოვრობდნენ. როცა მათ პირველი შვილი შეეძინათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიგდნენ მშობლები ცოლ–ქმარს და სახლში გადაიყვანეს. დიმიტრის და ანას შეეძინათ ექვსი შვილი: დიმიტრი,მინი,ვიქტორ, ჯენი, ტატიანა და ნადეჟდა.
ანამ შესანიშნავად შეისწავლა ქართული ენა. მას საოცრად ჰყვარებია საქართველო და იქაური მაცხოვრებლები. ცხენზე შემჯდარი ის დადიოდა გურიის სოფლებში და უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს. ანა ტარსეის თაოსნობით ნიგოითში აშენდა ინგლისური პარკი, ასევე ინგლისური ჯიშის ხეხილის ბაღი. მან დაარსა მალარიასთან მებრძოლი სანიტარული ჯგუფი, რომელსაც ემსახურებოდა კარეტა. ანას გარდა, საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ნათესავებიც: ანას დისშვილმა, რომელსაც ჭიათურის მარგანეცის საბადოებზე ჰქონდა ბიზნესი, ააშენა ტენისის კორტები ჭიათურაში, ხოლო სიძემ, ოსკარ ზივერტმა დაარსა პირველი საფეხბურთო გუნდი საქართველოში, მან ჩამოიტანა ეკიპირება, ასწავლიდა ფეხბურთის წესებს…
გასაბჭოების შემდეგ ინგლისელები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ საქმიანობა და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.
სიცოცხლის ბოლო წლებში ანა ტარსეი მძიმედ ავადმყოფობდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დიმიტრი და ანა მაჭუტაძეების მამული და პარკი განადგურებულ იქნა. სასაფლაო, სადაც დასაფლავებული იყო ანა , განადგურდა, ხოლო საფლავის ქვები, მათ შორის ტარსეის, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა შენობათა ასაშენებლად ლანჩხუთში.
მაჭუტაძეების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გურიაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მათი ერთ-ერთი შთამომავალი გახლავთ პარლამენტარი ნიკა მაჭუტაძე.
უცხოელი რძლების გარდა გურულებს უცხოელი სიძეებიც ჰყავდათ, მაგალითად იტალიელი ანტონ დაგოსტინი.
ის სპეციალობით მშენებელი იყო და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში აწარმოებდა მშენებლობებს. მისი აშენებულია სამტრედიის ძველი რკინიგზის სადგურის შენობა. დაგოსტინი საქართველოში ბევრს მოგზაურობდა და ერთხელაც მოხვდა გურიაში, რომელიც ძლიერ მოწონებია, რადგან მის მშობლიურ იტალიას აგონებდა თურმე. სუფსაში მან ააშენა რკინიგზის სადგურის შენობა, იმავე პერიოდში, იქვე მიმდინარეობდა ნავთის გადასამუშავებელი სადგურის მშენებლობა, სადაც 20 მეტრის სიმაღლის აგურის მილი ჩამოშლილა და ორი მშენებელი დაღუპულა. მაშინ ამ მილის ასაშენებლად მიიწვიეს დაგოსტინი, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი 25 მეტრის სიმაღლის მილის აგებას.სამწუხაროდ, აღნიშნული მილი დღეს აღარ დგას, იგი 2005 წელს დაუნგრევიათ. ანტონ დაგოსტინი სუფსაში დაფუძნდა. მან ცოლად შეირთო ადგილობრივი მცხოვრები მარინე დიმიტრის ასული ღლონტი და ხიდმაღალაში ააგო საცხოვრებელი სახლი. მათ ჰყავდათ ცხრა შვილი: ემილია,
ვიტორიო, ალბერტი, როზა, რინა, ანგელინა, მარო, ზინა და ალფონსო. ამ ოჯახმა დიდი ტრაგედია განიცადა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა ანტონი, როგორც უცხოელი, არასაიმედო პიროვნებად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ 1932 წელს იგი გარდაიცვალა და დაკრძალულია სუფსაში, ხოლო მისი მეუღლე მარინე 1937 წელს გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ სუფსაში.
სურათებზე: მაჭუტაძეები თავიანთი სასახლის აივანზე(სოფ. ნიგოითი) სხედან მარცხნიდან თავადი ივანე გიორგის ძე მაჭუტაძე და მისი ძმა დიმიტრი მაჭუტაძე(ანა ტარსეის მეუღლე) (მთავარი ფოტო);
მარჯორი უორდროპი ქართულ სამოსში.;
ოლივერ უორდროპი
სხედან დიმიტრი მაჭუტაძე და მისი მეუღლე ანა ტარსეი-მაჭუტაძე;
ინჟინერ-მშენებელი ანტონ დაგოსტინი;
ანტონ დაგოსტინის მეუღლე და შვილები;
ანტონ დაგოსტინის შვილიშვილი ელეონორა გურგენაძე.
ნონა იმნაძე ,
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი.
მსგავსი სტატიები
- 1001953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 95ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
- 88· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…
- 85გობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,…
- 81მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის, მწერლის და ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა. უნიკალური ხელნაწერი დღეს თავდაპირველად საპატრიარქოში მიიტანეს. ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. იოანე ზოსიმეს…