დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

ისინი საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.

_ დღეს ჩვენ, ბენია ჩხიკვიშვილის ძეგლთან შევიკრიბეთ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას ვაპროტესტებთ.

ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ან გავიმარჯვებთ, ან დაბრუნდება რუსეთი ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვალია გამოხატოს თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნისათვის და იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლომდე.

ჩვენ ვუერთდებით პარლამენტის წინ  მიმდინარე აქციას და როცა საჭირო იქნება, როგორც რიგითი ჯარისკაცები  დავდგებით მათ გვერდით. ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ. არა რუსულ კანონს !_განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ.

_ ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, ძლიერი ჯგუფი, რომელიც შემდეგ გამოადგება საზოგადოებას.

ახლა ბენიას ძეგლთან ვდგევართ.როგორ კარგ  შეფასებას აძლევდა მას ნოე ჟორდანია, რომელიც იმავდროულად ხსნიდა, რატომ არის საქართველო პრორუსული. დიდი ტრიადა _ ფილიპე-ლენინი-სტალინი აალაგეს თავის დროზე. ადრე ნეპი აალაგეს, პუტინმაც აალაგა დემოკრატული ღირებულებები რუსეთში. წელს აგვისტოში 100 წელი სრულდება ბენია ჩხიკვიშვილის წამებიდან, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთში დაიღუპა. ეს თარიღი  უნდა აღვნიშნოთ.

  ღმერთმა დაიფაროს ის მოხდეს , რაც 1924 წლის შემდეგ დადგა ჩვენს ქვეყანაში _თქვა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის მენეჯერმა რუსლან ურუშაძემ.

_ხელისუფლების პატარა ჯგუფი, რომელიც ჩრდილოელ სახელმწიფოსთან მეგობრობს, ცდილობს დააბრუნოს საზოგადოება  რუსულ ორბიტაზე. ჩვენ, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან ჩვენ ვკარგავთ ევროკავშირთან ინტეგრაციის შანს.სამართლებრივი საფუძველი გვაქვს ის, რომ თვითონ ევროკავშირის სასამართლოს გაუქმებული აქვს მსგავსი კანონი, რომელიც უნგრეთმა მიიღო. შესაბამისად, ეს კანონი წაართმევს ჩვენს ქვეყანას მომავალს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ და ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მომავალი _განაცხადა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა.

კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა სამოქალაქო აქტივისტმა მამუკა გოგუაძემ.

_რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ _განაცხადა ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სესილი თოდრაძემ.

აქციაზე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, მედია, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 71
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 69
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 66
    ბახმარო _დღეს ყველაზე მეტად საკამათო თემაბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
  • 65
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 65
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…

არ გამოტოვოთ