ოზურგეთელი ელენე კალანდარიშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ( კალათბურთელი) დასახელდა, მისი გუნდი კი ჩემპიონი გახდა!
 საქართველოს გოგონათა 14 წლამდელთა ჩემპიონატი კალათბურთში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა!
წლევანდელი ჩემპიონი ,,ბასტიონი” გახდა, რომელმაც ფინალში 50:38 ზუგდიდელი კალათბურთელები დაამარცხა.
 ,,ბასტიონის” ერთერთი მოთამაშე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენი ელენე კალანდარიშვილია.
 ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე , რომელიც ამჯერად ,, ბასტიონში” ასპარეზობს ოზურგეთელი კალათბურთელი, ელენე კალანდარიშვილი გახდა!გამარჯვებული მოთამაშეები და მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ, ლელა ცანავამ, მე-100 სკოლის დირექტორმა თეა კალანდაძემ და მისმა მოადგილემ, ანასტასია გიორგაძემ დააჯილდოვეს!
 ელენეს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას!

მსგავსი სტატიები

  • 71
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 70
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 69
    ოზურგეთელი იური ლომაძე _საქართველოს ჩემპიონიოზუგეთელი იური ლომაძე ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია! იური ლომაძემ სულ რამდენიმე წუთის წინ ფინალში სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე 72 კგ წონით კატეგორიაში 10 : 2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჩემპიონატი მეორე დღეა ქ. ბათუმში იმართება. მწვრთნელები - ძმები ზურაბიანები.
  • 69
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 69
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…

არ გამოტოვოთ