ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად – შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;3) პროექტის მომიჯნავე თემების უსაფრთხოების გეგმა. თითოეული დოკუმენტი აკისრებს კომპანიას,როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, ისე IFC-ის საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი მიდგომების აღსრულებას. აღნიშნული მიდგომის მთავარი მიზანი, ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებულთათვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.ეს კი გულისმობს,ბახვი ჰესის სამშენებლო პროექტისთვის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნასა და მის განხორციელებას/აღსრულებას.
„ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება კომპანიის თითოეულ თანამშრომელზე: მენეჯერზე, ოფიცერზე, ინჟინერზე, რიგით მუშახელსა და ყველა სხვა პირზე, რომელიც იმყოფება სამუშაო უბანზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამშენებლო პერიმეტრზე თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. კომპანიაში გვაქვს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომისუსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პოლიტიკის შემუშავებასა და მის აღსრულებაზე.ამასთანავე, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციები მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: მუშახელის ინსტრუქტაჟის ორგანიზება და უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შესრულების მეთვალყურეობა; შემუშავებული პოლიტიკის შესახებ ყველა დასაქმებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; პროექტის მენეჯმენტისთვის ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების გაცნობა; სამუშაო სივრცის პერიოდული შემოწმება და დარღვევების არსებობის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება“ – აცხადებს მიხეილ ნატროშვილი, კომპანია ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერი.
ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებული თანამშრომლები აღჭურვილნი არიან საქართველოს ბაზარზე არსებული საუკეთესო ხარისხის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რაც მოიცავს სპეც. ტანსაცმელსა და სხვა აღჭურვილობას; სამუშაო პროცესს მუდმივად აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და ოფიცერი; პროექტს ჰყავს ექიმი, რომელიც მუდმივად იმყოფება სამშენებლო ტერიტორიაზე. იგი აღჭურვილია ყველა შესაბამისი სამედიცინო საშუალებით. საპროექტო არეალში განთავსებულია საგზაო უსაფრხოების შესაბამისი სტანდარტის ნიშნები და მაფრთხილებლები. დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და სწავლება. ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი საშუალებას აძლევს დასაქმებულებს მიიღონ ინფორმაცია იმ დღის კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. კერძოდ, როგორ უნდა წარმართონ სამუშაო პროცესი ისე რომ, დაიცვან თავი დაზიანებისგან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყო უსაფრთხოდ და ა.შ. ამასთან, ახალ თანამშრომლებს სამშენებლო მოედანზე შესვლამდე უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ტრენინგი. ეს უკანასკნელი მოიცავს ზოგად ინფორმაციას პროექტზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების შესახებ, ობიექტზე უსაფრთხოდ ყოფნის და მუშაობის წესებს, ასევე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და შეტყობინების სისტემას. თითოეულ მონაკვეთში, სადაც ტექნიკა მუშაობს, დგანან მედროშეები,რომლებიც აკონტროლებენ ამავე ტექნიკის უსაფრთხო მუშაობას..
ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა სპეციალური ტრენინგი მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც ჩაატარა. ტრენინგის მთავარი მიზანი უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლება იყო. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ, რომელიც სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობს, იცოდეს უსაფრთხოების ნორმები და დაიცვას ისინი, მიაქციოს ყურადღება უსაფრთხოების ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია გზებსა და სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე მონაკვეთებში.
მსგავსი სტატიები
- 88
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 87
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 87
#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
- 86
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
- 86
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…