მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი.

„24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. არსებითად მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.

საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“, _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)“. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“. „უფლებები საქართველო (RG)“. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“.“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)“. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“.

IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 72
    ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა.დღეს, ქ.ოზურგეთში, ილია ჭავჭავაძის ქ.#10-ში  სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონილას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. _მოხარული ვართ, რომ ოზურგეთში  სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოფისი გაიხსნა. ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან დაფუძნებიდან ორი წლის თავზე, გვაქვს საშუალება, ფიზიკურ სივრცეშიც ვუმასპინძლოთ ჩვენს თანამოაზრეებს, შემოვიკრიბოთ მეტი ადამიანი,…
  • 58
    „ევროპა ხარ შენ!“ _  ფარგლებში, შეხვედრა გამართა.ოზურგეთში ორგანიზაციამ „დემოკრატიის მცველები“ კამპანიის _  „ევროპა ხარ შენ!“ _  ფარგლებში, შეხვედრა გამართა.  შეხვედრებზე, საუბარი იყო თუ რა გაკეთდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რას შევიძენთ, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. როგორია ჩვენი მსგავსი ქვეყნების გამოცდილება სტატუსის მიღების შემდეგ.  შეხვედრის მიზანი იყო კამპანიის გეგმებზე საუბარი და სამომავლოდ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე,…
  • 41
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტისმენეჯმენტი გურიაში აკრედიტებულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა  2022წლის 28 იანვარს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა პროექტის მენეჯმენტსა და გურიაში აკრედიტებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო,ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა. შეხვედრაზე არსამთავრობო სექტორს წარმოადგენდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ და მისი…
  • 39
    არასამთავრობო ორგანიზაციები - ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევსადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 2023 წლის 31 ივლისს, საზოგადოების პროტესტს, რომელიც ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას მოჰყვა. განცხადების თანახმად, პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში.…