სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს.
საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK TV-ის დამფუძნებლის ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარებს აღწერს.
საჩივრის მიხედვით, სამივე მათგანს ბოლო დღეებია უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებიან და მათ შესახებ პერსონალურ და არა საჯარო ინფორმაციას უსახელებენ და ემუქრებიან. სატელეფონო ზარით ანგარიშსწორებით დაემუქრნენ უცნობი პირები ნათია კუპრაშვილსაც.
„ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია წარმოშობს გარკვეული სახის ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც მას უკავშირდებიან, მის შესახებ იციან ყველაფერი და წარმოადგენენ საფრთხეს ნანა ბიგანიშვილისა და მისი ოჯახისათვის“- წერია საჩივარში.
საჩივარი ეხება დღეს სხვადასხვა მედიის ოფისთან და აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ პლაკატებსაც. მაგალითად სტუდია მონიტორის ოფისთან გამოაკრეს პლაკატები ნინო ზურიაშვილის ფოტოებით და შეურაცხმყოფელი წარწერებით „ფულზე გაყიდული აგენტები“ „ანტი-ქართული სააგენტო“ და სხვა.
ჟურნალისტებმა საჩივარი მედია ომბუდსმენის დახმარებით მოამზადა. მედია ომბუდსმენი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურს“ კანონით დადგენილი რეგულირების მიხედვით დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორების მზაობას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
შესაბამის უწყებებს საჩივრით მიმართა სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა მარი დუდუნიამაც. ის ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და ამბობს, რომ უცნობი პირები უკრაინული და ქართული ნომრებიდან ვაიბერსა და ვოთსაფში 2 დღის განმავლობაში ურეკავენ.
ქართული ნომერზე პასუხისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული აღნიშნული ნომრები, თუმცა როგორც გვეუბნება მას მოკვლევის დაწყების მიზნით შესაბამისი უწყებიდან არავინ დაკავშირება.
მსგავსი სტატიები
- 97საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
- 96კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 95მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 89ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე…
- 88საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია…