საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 71
    პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ტყვიამფრქვევი, რასაც უკანონოდ ინახავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები…
  • 70
    პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ „ძლიერი საქართველოს“ წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2…
  • 69
    ოზურგეთელებს კახაბერ კვაჭანტირაძეს და სიმონ მახარაძეს სხვა 14 პირთან ერთად, პროკურატურამ ბრალი წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით…
  • 69
    პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის…
  • 67
    პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 67,2703 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონი“, რომელიც დააფასოვა და ნაწილი ბათუმში ერთ-ერთ ლოკაციაზე განათავსა, ხოლო ნაწილს…