ამჟამად ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია გადასული. მაისის თვეში „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 470 სტუმარს უმასპინძლეს, საიდანაც 75% უცხოელი ტურისტია, 25% კი, ადგილობრივი. 2023 წლის მონაცემებით, ასოციაციაში გაწევრიანებულმა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტებმა 3800 სტუმარს უმასპინძლეს.
კომპანია ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და რეგიონში ტურიზმის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება „ასოციაცია ჩაის გზის“ მხარდაჭერა. პროექტი ერთის მხრივ გურული ჩაის ბრენდის შექმნას, მეორეს მხრივ კი, ჩაის წარმოებაში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ეხმარება აიმაღლონ ცოდნა და გამოიყენონ არსებული ბიზნესი ტურისტების მოსაზიდად, რითაც მათ ეძლევათ რეალური შესაძლებლობა მიიღონ შემოსავალი დივერსიფიცირებული არხებიდან და ასევე, საზოგადოებაში აამაღლონ ცნობიერება გურული ჩაის მიმართ.
კომპანია ბახვი ჰესი მესამე წელია თანამშრომლობს „ასოციაცია ჩაის გზასთან“, რომელიც თავის მხრივ დაკავებულია გურული ჩაის ბრენდის და გურიაში მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ჩაის ერთიანი ხარისხის სტანდარტის შექმნით, ასევე, ამ ბიზნესის წარმომადგენლების გაძლიერებით.
„მესამე წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე და დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ეფექტზე, რაც ამ სამწლიანმა მუშაობამ მოგვცა. ჩაის მწარმოებლებმა საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახადეს თავიანთი საქმიანობა, მოეწყო დეგუსტაციის ოთახები, დაიწყეს სტუმრების გამასპინძლება, რაც თავისთავად გახდა შემოსავლის დამატებითი წყარო. ასევე, არსებულ სამოსახლოებსაც, (სკიჯის სახლი, დავით თენიეშვილის მეურნეობა, სამზეურა და სხვ.) რომლებიც უკვე მუშაობდნენ ტურისტების მიღება-გამასპინძლობაზე, შევთავაზეთ დაემატებინათ ჩაის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, თავისი ხელით მოამზადონ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებული ჩაი, დააგემოვნონ არსებული ჯიშები და მიიღონ სიამოვნება. ვიცით, რომ დღეს ტურიზმი თავიდან ბოლომდე გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული. ერთია, როცა ათვალიერებ ახალ ადგილს და უფრო ეფექტიანია, როცა თავად ქმნი რაღაცას და ეს სასიამოვნო მოგონებად ეწერება შენს ცხოვრებაში. ჩაის კულტურის პოპულარიზაცია და გურიის და ჩაის ერთმანეთთან დაკავშირება ხელს შეუწყობს ქართული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გურული ჩაის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, „ასოციაცია ჩაის გზა“ მეწარმეებთან ერთად წლის მანძილზე იღებს სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობას. ესეც ცხადია, დამატებითი საშუალებაა პროდუქტის რეალიზაციისთვის. ეწყობა ლექცია – სემინარები, გასვლითი ტურები. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს შორის. ამან ძალიან გაამართლა. ცოდნის გაზიარება ხომ ფრიად მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის როლი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვასუბსიდირებთ „ასოციაცია ჩაის გზას“ და ვცდილობთ, სარგებელი იყოს ხელშესახები და თვალსაჩინო“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორმა.
„ასოციაცია ჩაის გზის“ მხარდამჭერები არიან ბახვი ჰესი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების უზრუნველყოფის პროგრამა.
მსგავსი სტატიები
- 91ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 90ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 86ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 85„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
- 85ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …