მენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში.

მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა საქართველოს ენერგეტიკის დარგში მომუშავე მაღალი დონის პროფესიონალი 20 ქალიდა 20 უფროსკლასელი მთელი საქათველოს მასშტაბით, მენტორები და მოსწავლეები დააწყვილეს ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყო 6 თვიანი სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მენტორები მოსწავლეებს უზიარებდნენ ცოდნას, გამოცდილებას, აძლევდნენ რჩევებს მომავლის პროფესიებთან დაკავშირებით. ისინი ასევე, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მათ მოინახულეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), მზის ელექტროსადგური და ქართლის ქარის სადგური. არაერთმა მენტორმა დამატებით გაამდიდრა უკვე არსებული პროგრამა საკუთარი ინიციატივით შემოთავაზებული ვებინარებით.

სამენტორო პროგრამამ მნიშვნელოვნად აამაღლა მონაწილეთა ცოდნა დარგის შესახებ, ასევე შესაძლებლობა მისცა მათ, გასცნობოდნენ დარგთან დაკავშირებულ ბევრ ნიუანსს და გაეგოთ, თუ რა კარიერული შესაძლებლობები არსებობს ამ დარგში.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მენტორად „ბახვი ჰესის“ ინვესტორი კომპანიის, CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი შეირჩა, ხოლო მოსწავლედ, მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნათია შავაძე. 

მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე – ნათია შავაძე:

„ნანამ მთელი ჩვენი შეხვედრების და სამენტორო პროგრამის მიმდინარეობის დროს უამრავი რამ მასწავლა, როგორც პიროვნული ასევე, პროფესიული თვალსაზრისით. ამ პროგრამამ პროფესიის არჩევა გამიმარტივა, დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და გამიფართოვა ხედვა. მნიშვნელოვანი გყავდეს ადამიანი, ვინც დაგიდასტურებს რომ სწორად იქცევი ან/და მოგცემს რჩევებს, რომ შემდგომშიც სწორი არჩევანი გააკეთო. მადლობა ნანას მხარდაჭერისთვის, ის არამხოლოდ მენტორი, არამედ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ძვირფასი მასწავლებლიც კი გახდა. ასევე, დიდი მადლობა სამენტორო პროგრამის თითოეულ  ორგანიზატორს, რათა მომცეს შესაძლებლობა, მიღეღო ამ ძალიან საინტერესო და საფუძვლიან პროგრამაში მონაწილეობა“.

ნანა ბერძენიშვილი – CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი:

„ჩემი აზრით, მოცემული პროგრამა 2 უმნიშვნელოვანეს რამეს შესძენს ახალგაზრდებს, პირველი იქნება გამბედაობა: გამბედაობა სურვილებში, მისწრაფებებსა და მიზნების დასახვაში და მეორე, გაზიარების კულტურის მნიშვნელობა და აუცილებლობის გაცნობიერება. მჯერა, რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ამ პროცესს შეუძლია ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის – ახალზარდების ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. მჯერა, რომ მენტორობის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისათვის, ეს პროცესი იქნება უდიდესი მოტივაციის წყარო, რომელიც განავითარებს მათ, გახდის მეტად გაბედულებს აწმყოშიც და მომავალშიც. მჯერა, რომ გაუჩნდებათ ინტერესი ენერგეტიკის სფეროს მიმართ, ხოლო თავის მხრივ გაბედულებისა და ინტერესის სიმბიოზი, საოცარი ნაზავია წარმატებისათვის“.

მსგავსი სტატიები

  • 95
    საბაკალავრო პროგრამა _ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია  კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
  • 68
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 66
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 64
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 63
    ბახვი ჰესი - შრომის უსაფრთხოება N1 პრიორიტეტია  ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად - შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო…