ქ.ამბროლაურში გამართულ ტრადიციულ საჭადრაკო ფესტივალში მონაწილე 150 მოჭადრაკეს შორის, გურიის რეგიონიდან საკმაო წარმომადგენლობით ჩართული იყო ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თაობის 18 მოჭადრაკე.
თავიდანვე ავღნიშნავთ,რომ წელს ეს ღონისძიება განსაკუთრებულად კარგად იყო ორგანიზებული (ფესტივალის დირექტორი მინდია ცხვედიანი, მთ.მსაჯი ალექსანდრე არსენიძე), რაც ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ იგი გარდა წმინდა საჭადრაკო ასპარეზობისა, დატვირთული იყო სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული ღონისძიებებით, რითაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ არდადეგების პერიოდში გატარებული ზაფხულის ცხელი დღეები დასვენებისათვის და სპორტული სრულყოფისათვის სარგებლიანად გამოეყენებინათ.
საჭადრაკო ასპარეზობები ცალცალკე გაიმართა, როგორც ღია, ისე რეიტინგული და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით რანგირებულ ჯგუფებში(სულ14). თითოეულ ჯგუფში შეჯიბრება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. გურიის წარმომადგენლებიდან შვიდმა მოჭადრაკემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და სხვადასხვა სინჯის მედლების აღება. ურიგოდ არც სხვა მოჭადრაკეებს უთამაშიათ, რომელთა უმეტესობამ ქულათა 50% და მეტი დააგროვა.ესენია: ანდრია ადეიშვილი და ანდრია დობორჯგინიძე(8წლამდე),ბაქარ მახარაძე(10 წ.)მარიამ მახარაძე(12 წ.) და დათა ცეცხლაძე(14 წ.).
ჩემპიონები და პრიზიორები კი გახდნენ:
10 წ. გოგონები(11 მონაწილე)
პირველი ადგილი- მარიამ გოგუაძე -6,5 ქულა(!) ბათუმი,ოზურგეთი – დავით მაღალაშვილი
12 წ. გოგონები(19 მონაწილე)
მეორე ადგილი- ანასტასია კვირკველია- ლანჩხუთი-ადამ ხუხუნაიშვილი
12 წ ჭაბუკები(11მონაწილე)
მეორე ადგილი სანდრო გოგუაძე – ბათუმი, ოზურგეთი -დავით მაღალაშვილი
14 წ. გოგონები
პირველი ადგილი- ლილე ფირცხალაიშვილი- ლანჩხუთი, ადამ ხუხუნაიშვილი
მესამე ადგილი- ლიზი ვასაძე – ოზურგეთი – ნინო წიტაიშვილი
60+ კაცები(სინიორები)
მეორე ადგილი-ადამ ხუხუნაიშვილი -ლანჩხუთი
მესამე ადგილი ტარიელ ხუხუნაიშვილი – ლანჩხუთი
ღია , ქალები
პირველი ადგილი-. ნინო გუნია -ლანჩხუთი
მესამე ადგილი- ნათია ვასაძე- ოზურგეთი
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
+9
ყველა რეაქცია:
Manana Lomadze, Temur Revishvili და 21 სხვა პიროვნება
მსგავსი სტატიები
- 77ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 76ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 76თბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
- 734 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 72ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს, მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…