ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.
„აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.
საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”;
№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;
№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;
№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”;
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№9 – „ლელო საქართველოსთვის”;
№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;
№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;
№13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;
№14 – „მესამე გზა”;
№15 – „სამართლიანობისთვის”;
№16 – „შეცვალე საქართველო”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;
№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;
№20 – „თავისუფალი საქართველო”;
№21 – „ტრიბუნა”;
№22 – „კანონი და სამართალი”;
№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;
№24 – „მწვანეთა პარტია”;
№25 – „გახარია საქართველოსთვის”;
№26 – „მემარცხენე ალიანსი”;
№27 – „ქართველ ერთობა”;
№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;
№48 – „ანა დოლიძე _ხალხისთვის“
მსგავსი სტატიები
- 75საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
- 67საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე…
- 66ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც…
- 64„უნდა ვთქვა, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და პროფესიონალები არიან“, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა. როგორც ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, ცესკოს გუნდი მზად არის არჩევნების თავისუფლად…
- 63_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების…