გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ.
პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ექსპერტმა, ლევან ოზბეთელაშვილმა განაცხადა, „ეკოს“ და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციების ერთი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს კომპანიას, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა ხარვეზების გამოსწორებაზე და დასკვნა შემდეგ კვირაში ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის.
აღნიშნულს არ დაეთანხმა თავად ირმა გორდელაძე.
„ხალხო, გააკეთეთ ხარისხიანი კვლევა, დატოვეთ მდინარეში წყალი, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ხომ ვერ შევაგნებინე ეს ამ ხალხს. სულ ჩხუბი მიწევს, მერე მე მეძახიან გიჟს და გადარეულს, მიყრით ხმებს სოფელში. ჩემთვის სხვა ავტორიტეტი არ არსებობს, ჩემი ავტორიტეტი არის გურიის ხეობები და გურიის მოსახლეობა.იცით, რომ ეს ხეობები არის სეისმურად საშიში. ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი სუფთა გაქვთ, ვიტყვი. დამარწმუნეთ, რომ ეს კვლევები ნამდვილია და ხარისხიანი. ყველაფერი თავიდან გასაიდუმლოებული გქონდათ. ბოლოსდაბოლოს, წამიყვანეთ და მანახეთ, რა ხდება მშენებლობის ადგილზე. როგორც წესია, ისე მოამზადეთ აუცილებელი და საჭირო კვლევები გეოლოგიური, ეკოლოგიური, ბიომრავალფეროვნების შესახებ და ერთი წლის შემდეგ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ“, _ თქვა ირმა გორდელაძემ.
მას შემდეგ, რაც მას კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, გზშ-ს შეფასების სპეციალისტმა გიორგი გულდედავამ უპასუხა, რომ პროექტი გზშ-ს ეტაპზეა გადასული, გორდელაძემ უპასუხა, რომ ამას გაასაჩივრებს და შეხვედრა დატოვა.
ჩვენს კითხვაზე, „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლები შეხვდნენ თუ არა სოფელ შემოქმედის მოსახლეობის წარმომადგენლებს, აღნიშნული კომპანიის პროექტების დირექტორმა ზურაბ ბესელიამ გვიპასუხა, რომ დილით საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ, მანვე განაცხადა, რომ აუცილებლად შევხვდებიან მოსახლეობას და ისინი მზად არიან, დაინტერესებულ პირებს აუხსნან მათი პროექტის დეტალები.
შეკითხვაზეე, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ჰესის სიმძლავრე 30 მეგავატამდე გაეზარდათ, ზურაბ ბესელიამ გვიპასუხა, რომ მართალია პროექტი არსებობდა, მაგრამ მათთვის გაურკვეველი იყო აშენდებოდა თუ არა „ლიხაური -ზოტის“ ორჯაჭვა 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი,რასაც პანდემიამაც შეუშალა ხელი, ამიტომ ისინი 2 მეგავატამდე სიმძლავრის მცირე ჰესების აგებას გეგმავდნენ, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად ბჟუჟჰესის ხაზს შეუერთებდნენ. ახლა გამოიკვეთა, რომ „ლიხაური-ზოტის“ 110-კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროხაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და კომპანია ამ ელექტროგადამცემი ხაზების გამოყენებას გეგმავს. სიმძლავრეების გასაზრდელად მცირე ჰესებისთვის აგებულ შენობებს გამოიყენებენ, სადაც დაამონტაჟებენ ტურბინებს.
მათვე განმარტეს, რომ ჰესების სიმძლავრე სხვადასხვა იქნება: „ბასრა 1“ მთლიანი ელექროენერგიის 19 პროცენტს გამოიმუშავებს; „ბასრა 2“_ 22 %-ს;„ბასრა 3“_ 13 %-ს; „ბასრა 4“_ 11 %-ს.
მათი თქმით, იქთიოფაუნას აქ ნაკადულის კალმახი წარმოადგენს, რომლისთვისაც ჰესებთან საფეხურიანი თევზსავალები მოეწყობა.
კომპანია „პარვუს ჯგუფი“რეგიონის სოციალური ფონდისთვის ყოველწლიურად 200 000 ლარს გაიღებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გასულ კვირას სოფელ შემოქმედში გამართული აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი გურიის გუბერნატორს გიორგი ურუშაძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ და არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს. ახლა ისინი „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდებიან.
მსგავსი სტატიები
- 98ავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
- 95ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა…
- 92„ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…
- 922024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი…
- 87კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს ძალიან დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კურსკის სადგურში არის ზუსტად იგივე…