ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან
მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე?
- მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა თუ მონიტორინგის სამუშაოები. ეს ვალდებულება გვაქვს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის წინაშე, ასევე, იმ ექსპერტების წინაშე, რომლებმაც იმუშავეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არსებულ კვლევებზე და დაგვიდეს ის სამოქმედო გეგმა, რომლის სწორად განხორციელების შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედება ან სრულად აცილებული იქნება თავიდან, ან კი, შემარბილებელი მეთოდების გამოყენებით, იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა ასევე, დამტკიცებული და შეთანხმებულია გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. ამ დოკუმენტის მიხედვით ვმუშაობთ და გარკვეული პერიოდულობით ამ სამუშაოებს ამოწმებენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები.
თუ შეიძლება, რომ კონკრეტულად გვითხრათ, რა ტიპის მონიტორინგი განხორციელდა და რა იყო შედეგი?
- 2024 წლის I და II კვარტალში ბახვი ჰესის დაკვეთით, DG Consulting-მა კომპანიის სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე ჩაატარა ხმაურის, მტვრისა და ვიბრაციის მონიტორინგი. მონიტორინგის სამუშაოები მოიცავდა ბანაკის ტერიტორიაზე ხმაურის და ვიბრაციის დონეების განსაზღვრასა და ჰაერის ხარისხის შემოწმებას. გარდა ამისა, ხმაურის დონე გაიზომა ბანაკთან უახლოესი მაცხოვრებლის ეზოსთან, რომელიც პროექტის მგრძნობიარე რეცეპტორს წარმოადგენს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაბალია. ადგილზე მტვრის დიდი რაოდენობით წარმოქმნა და გავრცელება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ხმაურს,მსუბუქი დატვირთვისა და დაძაბულობის პირობებში დასაშვებია მაქსიმუმ 80 დეციბალის ხმაურის პირობებში მუშაობა. მონიტორინგის შედეგის მიხედვით, ხმაურის საშუალო დონე დაბალია (51.0 დბ) და სტანდარტით დადგენილ ზღვარსაც არ უახლოვდება. ვიბრაციის შემთხვევაში, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ვიბრაციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 67 (+10) დეციბალს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბანაკის ტერიტორიაზე ვიბრაციის დონე 65.9 დბ იყო. უახლოეს დღეებში იგეგმება ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგი და როგორც კი, გახდება ცობილი შედეგები, აუცილებლად გავასაჯაროებთ.
რა კვლევა იგეგმება ბიომრავალფეროვნების მიმართულებით?
- გარემოსდაცვითი მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან არის შეთანხმებული, ბახვი ჰესი საპროექტო არეალში მონიტორინგს უწევს გარემოსა და ბიომრავალფეროვნების ყველა კომპონენტს. დაგეგმილია საპროექტო დერეფანში და მის მიმდებარედ არსებული ჰაბიტატებისა და მცენარეული საფარის, მობინადრე და ვიზიტორი ცხოველების, ასევე მდ. ბახვისწყლის ბიოლოგიური გარემოს კვლევა, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1) ჰაბიტატების მონიტორინგი; 2) ცხოველების მონიტორინგი; 3) რეპტილიებისა და ქვეწარმავლების მონიტორინგი.
წყლის ბიომრავალფეროვნების მიმართულებით თუ იგეგმება კვლევა?
- რაც შეეხება, მდ. ბახვისწყლის ბიოლოგიური გარემოს მონიტორინგს, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დოკუმენტში მოცემული იქნება საპროექტო არეალში არსებული სრულყოფილი ინფორმაცია როგორც იქთიოლოგიის თვალსაზრისით, ასევე წყლის ე.წ ეოკოლგიური ხარჯის საკმარისობის შეფასების, დათევზიანებისა და სხვა საკომპენსაციო ღონისძიებების შერჩევისა და განხორციელების მიმართულებით. დოკუმენტში გაწერილი იქნება კვლევის შედეგები, დამატებითი საკოპმენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე, სათანადო რეკომენდაციებსთან და დასკვნებთან ერთად.
სურათზე: სოფ. უკანავა
მსგავსი სტატიები
- 97ავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
- 95გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ. პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა…
- 922024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი…
- 91„ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…
- 85ჩვენ ერთად ვაშენებთ! https://youtu.be/0Al_-RPCO-g ბახვი ჰესის პროექტის საქმიანობა ტყის ფონდის მიწებზე რეგულირდება საქართველოს მთავრობის 221-ე დადგენილების, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე, რომელიც აწესებს და არეგულირებს მერქნული რესურსის აღრიცხვის, სარგებლობის, კომპენსაციის ღირებულების და საქმიანობის ტიპებს და პროცესს. ბახვი ჰესი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით…