88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულ მედიას მისმა შვილებმა დაუდასტურეს.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ალენ დელონი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი.

მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებისთვის „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა.

მსგავსი სტატიები

  • 75
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 72
    ენვერ გოგუაძის გახსენებაისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…
  • 72
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 71
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 71
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…