თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა.
ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს.
დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, ფოტოზონები და კვების სივრცეები.
შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს საპატიო ჭვანელის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“, ,,შუახევი“, მოწვეული ბენდები – ,,ორიონი“ და ,,ქართული“.
ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება DJ ნუგოსთან ერთად და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება.
ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ,,საზოგადოება ჭვანელი“-ს ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს ადგილობრივი კულტურის, ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები

  • 96
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 84
    დები სალუქვაძეები „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულები გახდნენგურული, ოზურეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან  დები ეკა და ლანა სალუქვაძეები კულინარიული შოუ „სამზარეულოს ომების“ მე-8 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ. „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულებს ორთაჭალა გეითის“ საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცათ.
  • 78
    ანსამბლი „გურია“ ესპანეთში მსოფლიო ფესტივალზე მიემგზავრება9 - 21 აგვისტოს ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ მიემგზავრება ესპანეთში.  ანსამბლი „გურია“ მიწვეულია მსოფლიო საერთაშორისო XXXVI ფესტივალზე სადაც მონაწილეობს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ანსამბლები. ანსამბლ „გურიას“ გარდა ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, პერუს,ბრაზილიის, ბოლივიის, კანარის კუნძულების (ესპანეთი) და სხვა ქვეყნების ცნობილი ანსამბლები. აღნიშნულ ინფორმაციას კობა დუნდუა ავრცელებს.
  • 78
    ჩოხატაურში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობსმთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩოხატაურში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.  ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად  გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, გაიმართა ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობები, პატარები შეხვდნენ თოვლის ბაბუას. მალე  მსმენელთა წინაშე წარდგებიან ანსამბლი „ჰერიო“, ჯგუფი „New…
  • 76
    კობა ბანძელაძე „საქართველოს ხელოვნების ამაგდარის ორდენით“ დააჯილდოვესსაქართველოს ქორეოგრაფთა ასოციაციამ წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში  შეტანილი წვლილისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე „საქართველოს ხელოვნების ამაგდარის ორდენით“ დააჯილდოვეს. კობა ბანძელაძეს ჯილდო გუშინ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ზენაარის“საიუბილეო  კონცერტზე გადასცეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს კობა ბანძელაძეს ამ ჯილდოს.  

არ გამოტოვოთ