წარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით.
თამარის შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა.
თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში.
თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22 საჯარო სკოლა და ასევე წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული; თბილისის სახელმწიფო და საქართველოს უნივერსიტეტების მიწვეული ლექტორი. არის საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სახელმწიფო წარმომადგენლობის სამართლებრივი გუნდის წევრი.
ამჟამად თამარ რუსიეშვილი გეგმავს, მიღებული განათლება და შეძენილი უნარები გამოიყენოს აკადემიური და პრაქტიკული მუშაობისთვის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე. მისი ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საერთაშორისო დანაშაულების დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე,პოსტომფლიქტური მართლმსაჯულების ხელშეწყობასა მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებთან გამკლავებაზე.
წარმატებები ვუსურვოთ თამარს!
მსგავსი სტატიები
- 82
მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
- 75
1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
- 73
25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
- 72
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
- 72
საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე…