გარდაიცვალა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე დურმიშხან ჩხაიძე. იგი გახლდათ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება. სხვადასხვა დროს იყო ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა ,,გურიას” დირექტორი, ლანჩხუთის რაიკავშირის თავმჯდომარე; ხელმძღვანელობდა გურიის ფეხბურთის ფედერაციას; პირველად საქართველოს ისტორიაში ქალთა ფეხბურთი ევროპის სარბიელზე მან გაიყვანა; მას დამსახურებულად მიენიჭა საპატიო ლანჩხუთელის წოდება. იყო ახალგაზრდობის დიდი მეგობარი, გამორჩეული იუმორის პატრონი; კარგი მეგობარი, თანამდგომი, ერთგული. ბევრი სიხარული გვაჩუქა ბატონმა დურმიშხანმა ამ ქვეყნად. იმ ქვეყნად კი პირნათელი წარდგება. ასეთი ადამიანების მიერ დატოვებული კვალი ნათელი დარჩება თაობებისთვის მაგალითად.
ნათელი თქვენს სულს ბატონო დურმიშხან!
გაზეთი „ჰო და არა“

მსგავსი სტატიები

  • 74
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 72
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 71
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 67
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 67
    მამა ნიკოლოზის ხსოვნასგარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…