22 აგვისტოს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა ქართველი და თურქი მხატვრების ერთობლივ, ჯგუფურ გამოფენას .
ეს ავტორებია:

_ საერთაშორისო გამოფენები, უცხო და პირველი არაა ჩვენთვის. მაგრამ ცენტრის 35 წლიან ისტორიაში ეს არის თურქი მხატვრების პირველი სტუმრობა .
მხატვრების ეს ჯგუფი მოღვაწეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. მათი ჩვენთან დაკავშირება მოხდა წარმოშობით ოზურგეთელი მხატვრის დავით უღრელიძის მეშვეობით, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ანკარაში.
თანამედროვე შემოქმედებით ცხოვრებაში, გაცვლითი გამოფენები, მნიშვნელოვანია სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. უცხოელ მხატვრებთან პიროვნული, ცოცხალი კონტაქტები, აუცილებელია ჩვენი ცნობადობის გაზრდისთვის . მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ამ შესაძლებლობისთვის_ განაცხადა ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ.
_ ჩვენი ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს, ხელოვნების და ფოლკლორის შეცნობა-გაცნობა, ურთიერთობების გაძლიერება ქართველ და თურქ მხატვრებს შორის. ჩვენ აქ, გამოფენაში მონაწილე ქართველ მხატვრებს ანკარაში ვეპატიჟებით გამოფენაზე _განაცხადა თავის სიტყვაში თურქი მხატვრების ჯგუფის ხელმძღვანელმა ფერმან აიდინიმ.

ექსპოზიციაში საინტერესოდ შეერწყა ორი კულტურა. სასიამოვნო სანახავია სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული (ზეთის საღებავები, აკრილი, აკვარელი, გუაში) თურქული მოტივები, სტამბულის ხედები და ქართული კომპოზიციები.


მსგავსი სტატიები
- 82
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 80
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 78
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი… - 78
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 77
„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…