„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს – ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის, ოზურგეთის II საჯარო, ვაკიჯვარის, ბაილეთის, ოზურგეთის I საჯარო, ბოხვაურის, თხინვალის, ასკანის, მაკვანეთის, ჭანიეთის, მერიის და ნარუჯის საჯარო სკოლებმა და და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლამ.
ღონისძიება დატვირთული გახლდათ – საკონცერტო ნაწილის დაწყებამდე საგამოფენო სივრცეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები – ნახატები და ნაქსოვი სათამაშოები იყო გამოფენილი, ასევე მარიამ ღლონტის ხელნაკეთი სამკაულები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებლებში.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ვაჟთა და ქალთა გუნდებმა, დებიუტი ჰქონდათ მამუკა სირაძის ახალწვეულებს – მათ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის სცენაზე პირველად შედგეს ფეხი და საკმაოდ წარმატებულადაც.
ღონისძიების სიურპრიზი გახლდათ ხელოვნების ქურუმ ტრისტან სიხარულიძის საჩუქარი სალოტბარო სკოლის ორი გამორჩეული მოკრიმანჭულისთის, მან თავისი პირადი არქივიდან ლაურიატის მედლები და სამოტივაციო წერილი გადასცა ნიკოლოზ გორდელაძეს და კახა მუჯირს.
პროექტის „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორის” ფარგლებში, მისმა განმახორციელებელმა და სულისჩამდგმელმა, ჩვენი ცენტრის ეთნომუსიკოლოგმა მაია გელაშვილმა პროექტში მონაწილე სკოლების პედაგოგები მონაწილეობის სიგელებით და პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული (თხინვალის, მშვიდობაურის, ასკანის სკოლა) პედაგოგები დააჯილდოვა, რომლებსაც საჩუქრად ფოლკლორის ცენტრის გამოცემები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნანა ვალიშვილი, საკრავების მუზეუმის დირექტორი რევაზ კოტრიკაძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა და ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე და მისი მოადგილე გიორგი გორდელაძე ესწრებოდნენ.
პროექტი „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ინიციტივით და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი ხელს უწყობს არამხოლოდ ჩვენი ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებასა და შენარჩუნებას, არამედ ახალგაზრდების ფოლკლორის მიმართ ინტერესის გაზრდასაც ემსახურება.

მსგავსი სტატიები
- 92
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 90
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 90
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 89
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი… - 89
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო…