_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ევროპული გზა გაიარონ ისე, რომ მას არ შეეწიროს ქვეყნის დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა.
„ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში. ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება. ჩვენ – ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ – ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ“, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაზეთ „ალიონის“ ფოტო.
უფასო პოლიტიკური რეკლამა
მსგავსი სტატიები
- 8226 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 81დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
- 77პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
- 77საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 75დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…