დღეს, ქ. ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე „ქართული ოცნება_დემპკრატილი საქართველოს“საარჩევნო კომპანიის რეგიონული ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ..

შეხვედრა გახსნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

_ „დღეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ _ ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.“ _ განაცხადა თავის გამოსვლაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა.

_„ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას  _ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება,“ _ ამის შესახებ განაცხადა თავის გამოსვლაში   „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა  ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციების შესახებაც განაცხადა:

_„მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.

_ „სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომელთაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე,“_  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გაზეთ „ალიონის“ ფოტოები

უფასო პოლიტიკური რეკლამა

 

მსგავსი სტატიები