გასული საუკუნის 80-იან წლებში ქალაქ ოზურგეთის ვიცე მერი (ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) გახლდათ ნიჭიერი და ოზურგეთზე შეყვარებული კაცი თენგიზ კუნჭულია. 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მან  გაზეთის რედაქციაში წარმოადგინა გამოსაქვეყნებლად ქალაქის ქუჩებისთვის სახელების შეცვლის პროექტი, სადაც ბოლშევიკი რევოლუციონერების და სხვა სახელები ქვეყნისთვის თავდადებული მოღვაწეების სახელით უნდა ჩაენაცვლებინათ. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, თამაზ სალუქვაძის კაბინეტში იყო მსჯელობები ცალკეული ქუჩებისთვის სახელების შეცვლის მიზანშეწონილების შესახებ. ამ განხილვებში მონაწილეობდნენ ცნობილი ოზურგეთელები: ცნობილი ექიმი რატი ღლონტი, პროფესორი გიზო ჭელიძე, ისტორიკოსი ენვერ გოგუაძე და სხვები. შემდეგ ქალაქის მერიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები…

ასე შეეცვალა ექადიაზე სახელი ხაჭაპურიძის ქუჩას და  ქალაქის ცენტრის დასაწყისში აბაშიძის ქუჩას. ეს ორი ქუჩა გაერთიანდა და  ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა. ჩკალოვის ქუჩას _წმინდა გიორგი სახელი, ხოლო კიკვიძის ქუჩას _მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ იმედაშვილის სახელი მიენიჭათ.

არ გავრცელდები და ამ ერისკაცის _იოსებ იმედაშვილის  ბიოგრაფიიდან ერთ ეპიზოდს ამოვიღებთ: 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვლის მოადგილეს გურიაში აჯანყების ჯარით დათრგუნვის წინააღმდეგ.ამის შემდეგ იგი 4 წელი კატორღაში ჰყავდათ…

არავინ ედავება საკრებულოს, რატომ გადაწყვიტა იმედაშვილის ქუჩისთვის სახელის შეცვლა. სახელდება მათი პრეროგატივაა და დეპუტატებმაც მისცეს ხმა ქუჩისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილების პროექტს.  მოსახლეობის გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ ქუჩის ახალი სახელის აღმნიშვნელი წარწერა არა მარტო ქუჩის დასაწყისში აღმართეს, არამედ თაყაიშვილის და წმინდა გიორგის ქუჩის კვეთაზეც, საიდანაც ყოფილი იმედაშვილის ქუჩის დასაწყისამდე ნახევარ კილომეტრზე ბევრად მეტია.

მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ  წმინდა გიორგის ქუჩის დასაწყისში არ იყო ამ ქუჩის სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტი. მოსახლეობის პროტესტი პრესაშიც გამოჩნდა. ვრცელი წერილი იყო ამ თემაზე რეგიონულ გაზეთ „გურია ნიუსში“, სხვა  გამოცემებში, სადაც ამ უბნის ავტორიტეტიანი პიროვნებები, დამსახურებული ადამიანები  წმინდა გიორგის ქუჩის აღმნიშვნელი ტრაფარეტის დადგმას ითხოვდნენ…

იყო დაპირებები თანამდებობის პირებისაგან. ამ ხანში ორი წელი გავიდა…

ამას წინათ ერთმა აქაურმა მითხრა: _ჟურნალისტი ხარ.ამ უბანში ცხოვრობ.  რომ არ შესრულდა დაპირება, რატომ არაფერს ამბობთო.

ჰოდა ვთქვი. არ ვასახელებ არავის სახელს, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად არ წაადგება არც თქვენს ავტორიტეტს და არც იმ ადამიანის ხსოვნას, რის გამოც შეუცვალეთ სახელი ქუჩას, მოსახლეობის მოთხოვნის ასე უგულვებელყოფა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წმინდა გიორგის სახელის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მისაღებია?

მსგავსი სტატიები

  • 78
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 77
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 77
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 72
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 72
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…

არ გამოტოვოთ